"კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსი სამშვიდობოები არაფერს აკეთებენ, ისინი ახლა აზერბაიჯანის მხარეს არიან" - როგორ აფასებს სომეხი ექსპერტი ყარაბაღში შექმნილ ვითარებას? | Allnews.Ge

"კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსი სამშვიდობოები არაფერს აკეთებენ, ისინი ახლა აზერბაიჯანის მხარეს არიან" - როგორ აფასებს სომეხი ექსპერტი ყარაბაღში შექმნილ ვითარებას?

აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის გა­ნახ­ლე­ბის თე­მებ­ზე "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ი­სა და რე­გი­ო­ნა­ლუ­რი კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელს, სტე­პან გრო­გო­რი­ანს ესა­უბ­რა.

- ბა­ტო­ნო სტე­პან, სა­გან­გა­შო ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი შე­ტე­ვა­ზე გა­და­ვიდ­ნენ და ცე­ცხლის გახ­სნის შემ­დეგ პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით აგ­რძე­ლე­ბენ სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებს. ახლა რა ხდე­ბა და თქვე­ნი აზ­რით, რის მიღ­წე­ვას ცდი­ლობს აზერ­ბა­ი­ჯა­ნი?

- აზერ­ბა­ი­ჯან­მა მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის­თვის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ი­წყო. აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­მა და­ი­წყეს სტე­პა­ნო­კერ­ტის და­ბომბვა. მას­შტა­ბებ­ზე მი­ჭირს სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი არ­ტი­ლე­რია სტე­პა­ნო­კერტს ბომ­ბავს.

მაგ­რამ, შე­მიძ­ლია ვთქვა, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ძა­ლე­ბი ძი­რი­თა­დად, შე­ტე­ვებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის სოფ­ლებ­ზე და ამ ზო­ნა­ში მცხოვ­რე­ბის­გან და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

grigorianisomxeti-52846-1695198252.jpg

ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბის ტრა­დი­ცი­ა­შია პრობ­ლე­მე­ბის ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­დაჭ­რა. ჩემი აზ­რით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­ყა­ლიბ­და იმა­ში, რომ გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის პრობ­ლე­მა ძა­ლი­თა და ომით გა­და­წყვი­ტოს. რად­გან ისი­ნი თვლი­ან, რომ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი მათი ტე­რი­ტო­რი­აა, აქვთ უფ­ლე­ბა ძა­ლით გა­ყა­რონ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღი­დან იქ დარ­ჩე­ნი­ლი სომ­ხუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა.

ახლა რაც ჩანს, ისაა, რომ აზერ­ბა­ი­ჯან­მა სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ი­წყო მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში ეთ­ნი­კუ­რი წმენ­დის ჩა­სა­ტა­რებ­ლად.

- ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია სომ­ხუ­რი პოლ­კი, რა­დი­ო­სად­გუ­რი, მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ირ­გვლივ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ყვე­ლა სომ­ხუ­რი ბლოკ-პოს­ტი, ხან­კენ­დი (სტე­პა­ნო­კერ­ტი) - ხო­ჯ­ჟი­ნი­დის გზა­ზე სომ­ხუ­რი ბრი­გა­და. მას შემ­დეგ, რაც სომ­ხეთ­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა აღი­ა­რა, ორ ქვე­ყა­ნას შო­რის პრობ­ლე­მე­ბი წე­სით არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ბა­ქოს პო­ზი­ცია ასე­თია - მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში დარ­ჩე­ნი­ლებ­მა მი­ი­ღონ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­აგ­რძე­ლონ ცხოვ­რე­ბა. ვი­ცით, რომ ერე­ვა­ნი ითხოვ­და მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში დარ­ჩე­ნი­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას. კი ბრძა­ნეთ, რომ აზერ­ბა­ი­ჯანს მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში მცხოვ­რე­ბი სომ­ხე­ბის ეთ­ნი­კუ­რი წმენ­დის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სურს, მაგ­რამ, ამის გა­კე­თე­ბა რამ­დე­ნად რე­ა­ლის­ტუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა?

- ფაქ­ტია, რომ აზერ­ბა­ი­ჯანს არ სურს მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში დარ­ჩე­ნი­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა, ამის­თვის გა­და­კე­ტეს მათ ლა­ჩი­ნის კო­რი­დო­რი. რო­გორც ჩანს, აზერ­ბა­ი­ჯანს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე თა­ვი­სი და უც­ნა­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვს.

იმი­სათ­ვის, რომ მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში სომ­ხებს მშვი­დო­ბი­ა­ნად ეცხოვ­რათ, სომ­ხეთ­მა აღი­ა­რა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა. ამის სა­პა­სუ­ხოდ აზერ­ბა­ი­ჯან­მა მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ირ­გვლივ სა­გუ­შა­გო­ე­ბი გახ­სნეს და და­ხუ­რეს ლა­ჩი­ნის კო­რი­დო­რი და არ ატა­რებ­დნენ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ტვირთს.

- რამ­დე­ნა­დაც მახ­სოვს, აზერ­ბა­ი­ჯან­მა აგ­და­მის მხრი­დან წი­თე­ლი ჯვრის რუ­სუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მთი­ან ყა­რა­ბაღ­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი მე­ო­რე კო­რი­დო­რი გახ­სნა...

- სწორს ამ­ბობთ, ასეც მოხ­და, მაგ­რამ უც­ნა­უ­რი ისაა, რომ აზერ­ბა­ი­ჯან­მა სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე ლა­ჩი­ნის კო­რი­დო­რი თა­ვად გახ­სნა.

ყვე­ლას ავი­წყდე­ბა თუ რის გამო და­ი­წყო კონ­ფლიქ­ტი მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის. თუ და­ა­ვი­წყდათ, შე­ვახ­სე­ნებ - აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ყო­ველ­თვის უშ­ლი­და ხელს მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში მცხოვ­რებ­ლებს, ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქო­ნო­დათ სომ­ხეთ­თან. ეს კონ­ფლიქ­ტი სწო­რედ ამის გამო და­ი­წყო. თა­ვის დრო­ზე ბაქო წი­ნა­აღ­მდე­გი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, სომ­ხეთ­სა და მთი­ან ყა­რა­ბაღს სომ­ხებს შო­რის ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, ორ ქვე­ყა­ნას შო­რის კონ­ფლიქ­ტი არც და­ი­წყე­ბო­და.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნი 90-იან წლებ­შიც ცდი­ლობ­და მთი­ან ყა­რა­ბაღ­სა და სომ­ხე­თის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი გზე­ბის ჩა­კეტ­ვას. სამ­წუ­ხა­როა, რომ ახლა ისი­ნი იგი­ვეს აკე­თე­ბენ. ვი­მე­ო­რებ, აზერ­ბა­ი­ჯან­მა ზუს­ტად გუ­შინ გახ­სნა ლა­ჩი­ნის კო­რი­დო­რი, მაგ­რამ დღეს სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ი­წყო. ვი­მე­ო­რებ, ჩემი აზ­რით, ბა­ქომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რომ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის პრობ­ლე­მა ძა­ლით გა­და­წყვი­ტოს.

- ვხე­დავთ, რომ სა­ო­მა­რი კონ­ფლიქ­ტი და­წყე­ბუ­ლია, თან ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი. გა­სა­გე­ბია, რომ მძი­მე ტექ­ნი­კით რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი არ არი­ან, მაგ­რამ, თქვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რას აკე­თე­ბენ კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში მყო­ფი რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბი?

- კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში მყო­ფი რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბი არა­ფერს არ აკე­თე­ბენ, რად­გან ისი­ნი ახლა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხა­რეს არი­ან. ანუ, რუ­სეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ-თურ­ქუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი ახლა კრემ­ლის­თვის უფრო წო­ნა­დია, ვიდ­რე რუ­სეთ-სომ­ხუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

myquiz