ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა | Allnews.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა, - ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

„ელენა ზელენსკაია და მე შეერთებულ შტატებში ჩავედით გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულში მონაწილეობის მისაღებად. მივიღებ მონაწილეობას გენერალური ასამბლეის, მდგრადი განვითარების მიზნების სამიტისა და გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრებში, ასევე რიგ მნიშვნელოვან ორმხრივ მოლაპარაკებებში“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინა გაერო-ს წევრ ქვეყნებს მიმართავს კონკრეტული წინადადებით, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის გაძლიერებას ეხება. ამასთან, დაგეგმილია ზელენსკის შეხვედრები შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, კონგრესის პალატებისა და პარტიების ლიდერებთან და სამხედრო ხელმძღვანელობასთან.

myquiz