ტუჩებში კოცნის შემდეგ დაწყებული სკანდალი- ლუის რუბიელესმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა, თუმცა გამოძიება გრძელდება | Allnews.Ge

ტუჩებში კოცნის შემდეგ დაწყებული სკანდალი- ლუის რუბიელესმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა, თუმცა გამოძიება გრძელდება

ლუის რუ­ბი­ე­ლეს­მა ეს­პა­ნე­თის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. ამის შე­სა­ხებ მან კვი­რას სა­ღა­მოს, TalkTV-სთან ინ­ტერ­ვი­უს დროს გა­ნა­ცხა­და.

”მე ვერ გა­ვაგ­რძე­ლებ ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას”, - აღი­ა­რა რუ­ბი­ე­ლეს­მა სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა­ში “Piers Morgan Uncensored”.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ რუ­ბი­ე­ლეს­მა ეს­პა­ნე­თის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი­სა და უე­ფას ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი­დან გა­დად­გო­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბუ­ლი ღია პრო­ცე­დუ­რე­ბის შემ­დეგ, ცხა­დია, რომ მე ვერ დავ­ბრუნ­დე­ბი ჩემს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე", - ნათ­ქვა­მია აღ­ნიშ­ნულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

მისი თქმით, ამ კონ­ფლიქ­ტის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა და შემ­დგო­მი ლო­დი­ნი პო­ზი­ტი­ურს არა­ფერს მო­უ­ტანს არც ეს­პა­ნე­თის ფე­დე­რა­ცი­ას და არც ეს­პა­ნურ ფეხ­ბურთს.

1693054802492-39a52c0f-18c7-4c9d-b39d-9d4daefcad1c-1694416580.jpg

”მე მჯე­რა სი­მარ­თლის და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ გა­ვი­მარ­ჯვო”, - გა­ნა­ცხა­და რუ­ბი­ე­ლეს­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეს­პა­ნე­თის ქალ­თა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, მან ინ­გლი­სის ნაკ­რე­ბი და­ძა­ბულ ბრძო­ლა­ში, 1:0 და­ა­მარ­ცხა. მაგ­რამ და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბა ეს­პა­ნე­თის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ლუის რუ­ბი­ა­ლე­სის საქ­ცი­ელ­მა მი­ი­პყრო - რუ­ბი­ა­ლეს­მა ეს­პა­ნე­თის ნაკ­რე­ბის მო­თა­მა­შეს, ჯე­ნი­ფერ ერ­მო­სოს უკი­თხა­ვად აკო­ცა, რა­საც დიდი კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

ეს­პა­ნე­თის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ლუის რუ­ბი­ა­ლე­სის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. სამ­შა­ბათს, ეს­პა­ნე­თის ნაკ­რე­ბის მო­თა­მა­შემ, ჯე­ნი­ფერ ერ­მო­სომ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნა.

ფეხ­ბურ­თე­ლი გო­გო­ნა მა­ნამ­დე აცხა­დებ­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მარ­ჯვე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ემო­ცი­ებს გამო მოხ­და.

"კოც­ნა ნამ­დვი­ლად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ემო­ცი­ის გამო მოხ­და - მეტი არა­ფე­რი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს აჟი­ო­ტაჟს არ გა­მო­იწ­ვევს”, - ამ­ბობ­და თავ­და­პირ­ვე­ლად ფეხ­ბურ­თე­ლი.

აგ­ვის­ტოს ბო­ლოს, ეროვ­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ რუ­ბი­ა­ლე­სის მიერ შე­საძ­ლო სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ზე წი­ნას­წა­რი გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას საქ­მის გა­სახ­სნე­ლად თა­ვად ფეხ­ბურ­თე­ლის გან­ცხა­დე­ბა სჭირ­დე­ბო­და.

"სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის საქ­მის აღ­ძვრის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ან მის­მა კა­ნო­ნი­ერ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­სა­მარ­თლო­ში შე­ი­ტა­ნოს სარ­ჩე­ლი ან მი­მარ­თოს პრო­კუ­რა­ტუ­რას“, - აცხა­დებ­დნენ პრო­კუ­რო­რე­ბი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, დის­ციპ­ლი­ნურ გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს ფეხ­ბურ­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­აც (FIFA), რო­მელ­მაც რუ­ბი­ა­ლე­სი სა­ფეხ­ბურ­თო საქ­მი­ა­ნო­ბას სამი თვით ჩა­მო­ა­შო­რა. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მას 4 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

myquiz