"რუსი სამხედროები პანიკამ მოიცვა... უკრაინული მიწა მათ ფეხქვეშ დაიწვება" - უკრაინამ ზაპოროჟიეში მდებარე რუსეთის საარჩევნო შტაბს დაარტყა | Allnews.Ge

"რუსი სამხედროები პანიკამ მოიცვა... უკრაინული მიწა მათ ფეხქვეშ დაიწვება" - უკრაინამ ზაპოროჟიეში მდებარე რუსეთის საარჩევნო შტაბს დაარტყა

უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ზა­პო­რო­ჟი­ე­ში მდე­ბა­რე რუ­სე­თის სა­არ­ჩევ­ნო შტაბს და­არ­ტყა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე დაყ­რდნო­ბით, უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Unian-ი ავ­რცე­ლებს და და­მა­დას­ტუ­რე­ბელ ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს.

"ორმა "კა­მი­კა­ძე-უპი­ლო­ტო აპა­რატ­მა“ ვა­სი­ლი­ევ­სკის რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე სა­არ­ჩევ­ნო შტაბს და­არ­ტყა, სა­დაც სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი და დო­კუ­მენ­ტე­ბი ინა­ხე­ბო­და. დარ­ტყმის შე­დე­გად, შე­ნო­ბა­ში ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა მოხ­და და ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი პა­ნი­კამ მო­იც­ვა, მათ ახ­ლომ­დე­ბა­რე ქუ­ჩე­ბი ალ­ყა­ში მო­აქ­ცი­ეს და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის შე­მოწ­მე­ბა და­ი­წყეს“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლის თქმით, "არ­ჩევ­ნე­ბი“ აღ­ნიშ­ნულ სა­არ­ჩევ­ნო შტაბ­ში ვა­დამ­დე ადრე დას­რულ­და.

"ეს ოკუ­პან­ტე­ბი­სა და კო­ლა­ბო­რან­ტე­ბის­თვის მო­რი­გი გაფრ­თხი­ლე­ბაა, უკ­რა­ი­ნუ­ლი მიწა, ამ სი­ტყვის პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, მათ ფეხ­ქვეშ და­იწ­ვე­ბა“, - გა­ნა­ცხა­დეს სამ­სა­ხურ­ში.

myquiz