"პიროლა": რა არის ცნობილი კორონავირუსის ახალ შტამზე, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაფიქსირდა? | Allnews.Ge

"პიროლა": რა არის ცნობილი კორონავირუსის ახალ შტამზე, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაფიქსირდა?

თუკი ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვი მი­ნი­მუ­მამ­დე იყო შემ­ცი­რე­ბუ­ლი, ბოლო დროს, მთელს მსოფ­ლი­ო­ში კო­ვიდ-19-ის შემ­თხვე­ვებ­მა იმა­ტა. მიმ­დი­ნა­რე წლის აგ­ვის­ტო­ში მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ მო­სახ­ლე­ო­ბა კო­ვი­დის ახა­ლი ვა­რი­ან­ტის "პი­რო­ლას“ აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ გა­აფრ­თხი­ლა.

რა არის ცნო­ბი­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ამ შტა­მის შე­სა­ხებ და რამ­დე­ნად სა­ში­შია ის?

და­ა­ვა­დე­ბა­თა პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის ევ­რო­პუ­ლი ცენ­ტრის მოხ­სე­ნე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ევ­რო­პა­ში კო­ვი­დის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, სა­ვა­რა­უ­დოდ, არ­და­დე­გე­ბი და მოგ­ზა­უ­რო­ბის სე­ზო­ნია. ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ვირუს­მა მუ­ტა­ცია კი­დევ ერთხელ გა­ნი­ცა­და და BA.2.86, კონ­კრე­ტუ­ლად კი "პი­რო­ლა“ გაჩ­ნდა.

და­ა­ვა­დე­ბა­თა პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის ამე­რი­კულ­მა ცენ­ტრმა უკა­ნას­კნე­ლი კვლე­ვა 30 აგ­ვის­ტოს გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც გა­ნახ­ლე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი კო­ვიდ-სტა­ტის­ტი­კაც გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ექ­სპერ­ტებ­მა ხაზი გა­უს­ვეს რისკ-ჯგუ­ფე­ბის­თვის შე­მოდ­გო­მის ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბას და დას­ძი­ნეს, რომ იმუ­ნი­ტეტ­ზე "პი­რო­ლას“ გავ­ლე­ნი­სა და მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცე­ლე­ბის კვლე­ვა კვლავც გრძელ­დე­ბა.

აგ­ვის­ტოს შუა რი­ცხვებ­ში ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გა­მო­ა­ცხა­და, რომ კლა­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია Omicron სუბსტრა­ნი, სა­ხე­ლად BA.2.86, მუ­ტა­ცი­ე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით, რო­გორც „დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ მყო­ფი ვა­რი­ან­ტი“. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად მას "პი­რო­ლა" შე­არ­ქვეს. მის წი­ნა­მორ­ბე­დებ­თან შე­და­რე­ბით, „პი­რო­ლას: 30 მუ­ტა­ცია ჰქონ­და, რაც ოდ­ნავ ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე თა­ვად "ომიკ­რო­ნი“, რო­მე­ლიც უკი­დუ­რე­სად ინ­ფექ­ცი­უ­რი იყო, რო­დე­საც ის პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა. რო­გორც "ომიკ­რო­ნის“ შემ­თხვე­ვა­ში, მეც­ნი­ე­რებს ეში­ნო­დათ, რომ "პი­რო­ლა“ შე­საძ­ლოა, სწრა­ფად გავ­რცელ­დეს მო­სახ­ლე­ო­ბა­ში. აშშ-ის და­ა­ვა­დე­ბა­თა პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის 30 აგ­ვის­ტოს მოხ­სე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მათი ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, რო­გორც Covid-19-ის გა­მოვ­ლე­ნის არ­სე­ბუ­ლი ტეს­ტე­ბი, ასე­ვე და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი "პი­რო­ლას“ შემ­თხვე­ვა­ში ეფექ­ტუ­რი რჩე­ბა.

ამ შე­ფა­სე­ბას ეთან­ხმე­ბა ევ­რო­პუ­ლი ცენ­ტრიც - ისი­ნი ხაზს უს­ვა­მენ, რომ ამ დრო­ის­თვის არ არ­სე­ბობს მი­თი­თე­ბა, რომ BA.2.86 ვა­რი­ან­ტმა შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს კო­ვიდ-და­ა­ვა­დე­ბის უფრო მძი­მე ფორ­მა.

აფეთ­ქე­ბა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში

ცოტა ხნის წინ ბრი­ტა­ნეთ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ახა­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი - პა­რას­კევს, მის­მა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ა­ზი­ა­რა კო­ვიდ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც აგ­ვის­ტო­ში ქვეყ­ნის აღ­მო­სავ­ლეთ­ში, მო­ხუც­თა თავ­შე­სა­ფარ­ში ჩა­ტარ­და: და­წე­სე­ბუ­ლე­ბის 38 მა­ცხოვ­რებ­ლი­დან 33 კო­ვიდ-19-ით და­ა­ვად­და და კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ამ შემ­თხვე­ვი­დან 28-ში და­ა­ვა­დე­ბა „პი­რო­ლას“ ვა­რი­ან­ტით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ პა­ცი­ენტს მკურ­ნა­ლო­ბა დას­ჭირ­და. ბრი­ტა­ნე­თის ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ "პი­რო­ლას“ ვა­რი­ან­ტი გარ­კვე­ულ­წი­ლად ვრცელ­დე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში რო­გორც დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ასე­ვე მთელ მსოფ­ლი­ო­ში.

"ჩვენ ვმუ­შა­ობთ გავ­რცე­ლე­ბის მას­შტა­ბის გა­სარ­კვე­ვად. ამავდრო­უ­ლად, უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლა, ვი­საც აქვს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის უფ­ლე­ბა, გა­ი­კე­თოს ის შე­მოდ­გო­მის იმუ­ნი­ზა­ცი­ის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე“, - ნათ­ქვა­მია ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

myquiz