820-ზე მეტი გარდაცვლილი- რა ხდება მაროკოში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ?
მაროკოში ძლიერი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 820-ს გადააჭარბა. სიტიქიის შედეგად დაშავდა სულ მცირე 330 ადამიანი. მიწისძვრის სიმძლავრე 6.8 მაგნიტუდას შეადგენდა.
სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. 20 წუთის შემდეგ კი ძლიერი განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
The Guardian-ის ინფორმაციით, მარაკეშში, რომლის ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში არის შეტანილი, რამდენიმე ისტორიული შენობა, მათ შორის მეჩეთის მინარეთი დაინგრა.