ვინ არის რუსტემ უმეროვი, ვინც უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ალექსეი რეზნიკოვი შეცვალა? | Allnews.Ge

ვინ არის რუსტემ უმეროვი, ვინც უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ალექსეი რეზნიკოვი შეცვალა?

უკ­რი­ა­ნა­ში სკან­და­ლე­ბი გრძელ­დე­ბა. ამ­ჯე­რად მის ეპი­ცენ­ტრში მო­რიგ ჯერ­ზე ალექ­სეი რეზ­ნი­კო­ვი აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც 3 სექ­ტემ­ბერს ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

რეზ­ნი­კოვს გა­სუ­ლი წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. 2022 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ამ­ტკი­ცებ­დნენ, - თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ჯა­რის­კა­ცებს ზამ­თრის სამ­ხედ­რო ტან­საც­მლის ნაც­ვლად ზა­ფხუ­ლის ტან­საც­მე­ლი შე­უ­ძი­ნაო...

reznikovi-34211-1694063203.webp

ა.წ. 10 აგ­ვის­ტოს გა­მო­ცე­მამ "Зеркало недели" გა­მო­აქ­ვეყ­ნა გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მელ­შიც ლა­პა­რა­კია 2022 წელს, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნია “Vector avia”-სგან ზამ­თრის ქურ­თუ­კე­ბის ნაც­ვლად სა­გა­ზა­ფხუ­ლო ქურ­თუ­კე­ბის შე­ძე­ნა­ზე. თუმ­ცა თავ­და­პირ­ვე­ლი ფა­სი­დან, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც 1 ქურ­თუ­კი 29 დო­ლა­რი ღირ­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლად 86 დო­ლა­რი გახ­და. სა­მი­ნის­ტროს სულ 4 900 ზამ­თრის ქურ­თუ­კი ჰქონ­და შეკ­ვე­თი­ლი და ამა­ში 142 ათა­სი დო­ლა­რი უნდა გა­და­ე­ხა­დათ, თუმ­ცა სა­ბო­ლოო ფას­მა 421 000 დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. "Украинская правда"-მ კი და­ად­გი­ნა, რომ ამ თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნი­ის ერთ-ერთი მფლო­ბე­ლი პარ­ტია "სა­ხალ­ხო დე­პუ­ტა­ტის“ და უმაღ­ლე­სი რა­დის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის წევ­რის, გე­ნა­დი კა­სა­ის ბი­ძაშ­ვი­ლი, ალე­ქან­დრ კა­სა­ია.

rustem7-52872-1694063148.jpeg

გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ, იმ­ჟა­მად ჯერ კი­დევ მი­ნის­ტრმა ალექ­სეი რეზ­ნი­კოვ­მა "Украинская правда"-ს ჟურ­ნა­ლისტსა და დე­პუ­ტატ ანას­ტა­სია რა­დი­ნას სა­ნაძ­ლეო შეს­თა­ვა­ზა, რომ თუ გა­მო­ძი­ე­ბა მათ ბრალ­დე­ბას და­ა­დას­ტუ­რებ­და, რეზ­ნი­კო­ვი თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ტო­ვებ­და, ხოლო წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ჟურ­ნა­ლის­ტი მი­ხა­ი­ლო ტკა­ჩი 3 წლით შე­წყვეტ­და ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას.

შე­გახ­სე­ნებთ, მა­ნამ­დე რეზ­ნი­კო­ვის უწყე­ბა ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის საკ­ვე­ბი­სა და ეკი­პი­რე­ბის შეს­ყიდ­ვის სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბამ გა­იხ­სე­ნა რუ­სე­თის შეჭ­რის პირ­ვე­ლი თვე­ე­ბიც, რო­დე­საც სა­მი­ნის­ტრომ მე­ო­თხე კლა­სის ჯავ­შან­ჟი­ლე­ტე­ბი 42 ათას გრივ­ნად შე­ი­ძი­ნა. თუმ­ცა ექ­სპერ­ტი­ზამ და­ამ­ტკი­ცა, რომ ასე­თი კლა­სის ჯავ­შან­ჟი­ლე­ტი რე­ა­ლუ­რად გა­ცი­ლე­ბით იაფი ღირ­და.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის ვე­გე­ტა­რი­ა­ნუ­ლი საკ­ვე­ბის შე­ძე­ნა სა­მი­ნის­ტროს 15 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­უჯ­და, რაც ასე­ვე გა­ცი­ლე­ბით დიდი თან­ხა იყო რე­ა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბას­თან შე­და­რე­ბით.

რომ და­ვუბ­რუნ­დეთ რეზ­ნი­კოვს, რე­ა­ლუ­რად კონ­კრე­ტუ­ლად მას არა­ვინ ადა­ნა­შა­უ­ლებს კო­რუფ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ში, რად­გან გა­მო­ძი­ე­ბა ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა, რად­გან თა­ვის­სა­ვე სა­ნაძ­ლე­ოს მერე გა­დად­გა, შე­საძ­ლოა, რა­ი­მე სა­ხის კავ­ში­რე­ბი ჰქონ­დეს ზე­მოხ­სე­ნე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბებ­თან.

ვინ გახ­და უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ახა­ლი მი­ნის­ტრი?ზე­ლენ­სკიმ რა­დას მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტად რუს­ტამ უმე­რო­ვი წა­რუდ­გი­ნა. 6 სექ­ტემ­ბერს რა­დამ წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტუ­რა და­ამ­ტკი­ცა. აქამ­დე რუს­ტა­მი სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის ფონ­დის მმარ­თვე­ლი იყო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უმე­რო­ვი ყი­რი­მე­ლი თა­თა­რია და მის ამ პო­ზი­ცი­ა­ზე და­ნიშ­ვნა ყი­რი­მის დე­ო­კუ­პა­ცი­ის კამ­პა­ნი­ა­ში სიმ­ბო­ლუ­რიც არის.

ის 1982 წელს, იმ­ჟა­მინ­დელ უზ­ბე­კე­თის საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კა­ში, კერ­ძოდ, სა­მარ­ყან­დში, დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მე­ლი თათ­რე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. რე­პატ­რი­ა­ცი­ის შემ­დეგ ყი­რიმ­ში გიმ­ნა­ზია და­ამ­თავ­რა და ამე­რი­კუ­ლი პროგ­რა­მის "მო­მა­ვა­ლი ლი­დე­რე­ბის გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის“ (FLEX) მო­ნა­წი­ლე გახ­და. იხილეთ სრულად

myquiz