აშშ-ის პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ჯო ბაიდენი „დიდი ოცეულის“ სამიტს შესაძლოა ვერ დაესწროს | Allnews.Ge

აშშ-ის პირველ ლედის კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ჯო ბაიდენი „დიდი ოცეულის“ სამიტს შესაძლოა ვერ დაესწროს

აშშ-ის პირველ ლედის, ჯილ ბაიდენის კორონავირუსი დაუდასტურდა. მედიის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი შედეგი დაუდასტურდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელიც რამდენიმე დღეში „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასასწრებად ინდოეთში უნდა გაემგზავროს.

თეთრ სახლს ჯერ-ჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, შეძლებს თუ ვერა ჯო ბაიდენი სამიტზე დასასწრებად გამგზავრებას.

myquiz