რუსეთში სტალინის ყოფილი აგარაკი იყიდება - რა ღირს 1932-934 წლებში ბელადის მუდმივი საცხოვრებელი | Allnews.Ge

რუსეთში სტალინის ყოფილი აგარაკი იყიდება - რა ღირს 1932-934 წლებში ბელადის მუდმივი საცხოვრებელი

მოსკოვის ოლქში, ქალაქიდან 24 კილომეტრში სტალინის ყოფილი აგარაკი იყიდება.

ქალაქ მიტიშჩისთან ახლოს მამული "ლიპკი", სადაც გასული საუკუნის 30-იან წლებში სტალინის აგარაკი იყო, DOM.RF-ის აუქციონზეა გამოტანილი.

"მოსკოვის ოლქი, მიტიშჩის რაიონი, სოფელი ვეშკი, "ლიპკის სასახლე, XIX საუკუნე." ნაკვეთის საერთო ფართობი - 38,4 ჰა. ობიექტის რეალიზაციის სახეობა - შენობის გაყიდვა და მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემა. კატეგორია - განსაკუთრებულად დაცული ტერიტორიებისა და ობიექტების მიწები", - ლოტის აღწერაში მხოლოდ ეს ინფორმაციაა მითითებული.

ახლა ობიექტი აუქციონზე გასაყიდად საჭირო დოკუმენტაციის მომზადების პროცესშია. პროცესი სავარაუდოდ, 2023 წლის მეოთხე კვარტალში დასრულდება. საწყისი ფასი ჯერ დადგენილი არ არის. „ვედომოსტის" ცნობით, ობიექტის ღირებულება 400-500 მილიონ რუბლს (დაახლოებით 4-5,4 მლნ დოლარი) შეადგენს. იხილეთ სრულად

myquiz