ფოტო, რომელმაც ხელი შეუწყო 5 გოგონას ეპოქის ყველაზე საკულტო და გავლენიან მოდელებად ქცევას და ფოტოსესია ისევ "ვოგისთვის" 33 წლის შემდეგ | Allnews.Ge

ფოტო, რომელმაც ხელი შეუწყო 5 გოგონას ეპოქის ყველაზე საკულტო და გავლენიან მოდელებად ქცევას და ფოტოსესია ისევ "ვოგისთვის" 33 წლის შემდეგ

1990 წელს Vogue-ის რე­დაქ­ტორ­მა ლიზ ტილ­ბე­რის­მა პი­ტერ ლინ­დბერგს ჟურ­ნა­ლის ყდის­თვის ახა­ლი ფო­ტოს გა­და­ღე­ბა და­ა­ვა­ლა. ლინ­დბერგს, რო­მე­ლიც თა­ვი­სი მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი ხედ­ვით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, სურ­და შე­ექ­მნა მარ­ტი­ვი სუ­რა­თი, რო­მე­ლიც მო­დე­ლე­ბის ბუ­ნებ­რივ სი­ლა­მა­ზეს გა­მო­ავ­ლენ­და.

ფო­ტოს­თვის იმ დრო­ის­თვის ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი ხუთი მო­დე­ლი შე­არ­ჩია - ნა­ო­მი კემ­პბე­ლი, ლინ­და ევან­გე­ლის­ტა, ტა­ტი­ა­ნა პა­ტი­ცი, კრის­ტი ტარ­ლინგტო­ნი და სინ­დი კრო­უ­ფორ­დი. ჯინ­სებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მო­დე­ლე­ბი ნიუ-იორ­კის ქუ­ჩებ­ში უმა­კი­ა­ჟოდ პო­ზი­რებ­დნენ.

ezgifcom-webp-to-jpg-2023-08-17t024732647-10070-1692603121.jpg

"ყვე­ლა­ფე­რი ბუ­ნებ­რი­ვად, ძა­ლის­ხმე­ვის გა­რე­შე გა­ვა­კე­თე, ფო­ტოს გა­და­ღე­ბი­სას ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ის­ტო­რი­ას ვქმნი­დი“, - იხ­სე­ნებ­და ლინ­დბერ­გი წლე­ბის შემ­დეგ - "სი­ლა­მა­ზე ყო­ველ­თვის ქერა ქალ­თან ან სექ­სუ­ა­ლურ შავგვრე­მან­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მე კი მსურ­და, რომ ეს სტე­რე­ო­ტი­პი და­მერ­ღვია.“

ფო­ტომ დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­ი­პო­ვა და ხელი შე­უ­წყო 5 გო­გო­ნას, ეპო­ქის ყვე­ლა­ზე სა­კულ­ტო და გავ­ლე­ნი­ან მო­დე­ლე­ბად ქცე­ვას - 90-იან წლებ­ში მათ არა­ერ­თი მო­დის ჟურ­ნა­ლის გა­რე­კა­ნი და­ამ­შვე­ნეს.

shutterstock-editorial-198544b-1591193753-10111-1692603162.jpg

სამ­წუ­ხა­როდ, ა.წ. იან­ვარ­ში, ამ თა­ო­ბის ყვე­ლა­ზე იდუ­მალ მო­დე­ლად მიჩ­ნე­უ­ლი, გერ­მა­ნე­ლი ტა­ტი­ა­ნა პა­ტი­ცი 56 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­შვე­ნებ­და მსოფ­ლიო პო­დი­უ­მებს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მას არ იზი­დავ­და ხმა­უ­რი­ან ქა­ლა­ქებ­ში ცხოვ­რე­ბა, პა­რიზ­სა და ნიუ იორკს ამ­ჯო­ბი­ნა, რომ კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში შე­ე­ძი­ნა რან­ჩო და მშვიდ გა­რე­მო­ში, ბუ­ნე­ბას­თან ახ­ლოს ეცხოვ­რა. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო გა­რე­მოს­დაც­ვი­თი სა­კი­თხე­ბით. ბო­ლოს პო­დი­უმ­ზე 2019 წელს გა­მოჩ­ნდა Etro-ს შო­უ­ზე, მი­ლა­ნის მო­დის კვი­რე­უ­ლის ფარ­გლებ­ში.

download-2023-08-17t030116005-10896-39479-1692603192.jpeg

...30 წლის შემ­დეგ

2023 წელს, იმ ლე­გენ­და­რუ­ლი ფო­ტო­სე­სი­ი­დან 30 წელ­ზე მეტი ხნის შემ­დეგ, მო­დე­ლე­ბი კვლავ, ამ­ჯე­რად ტა­ტი­ა­ნა პა­ტი­ცის გა­რე­შე გა­ერ­თი­ან­დნენ და "ვო­გის" სექ­ტემ­ბრის ნომ­რის ყდა­ზე კვლავ მათ იხი­ლავს მკი­თხვე­ლი. პა­რა­ლე­ლუ­რად კი მო­დის ინ­დუსტრი­ა­ზეც ისა­უბ­რეს.

"ჩვენ ერთი ოჯა­ხი ვი­ყა­ვით. ერ­თმა­ნეთ­ზე ყო­ველ­თვის ვზრუ­ნავ­დით“, - ამ­ბობს გა­მო­ცე­მას­თან სინ­დი კრო­უ­ფორ­დი. იხილეთ სრულად

myquiz