მსოფლიოში კორონავირუსის ახალ ვარიანტ EG.5-ის შემთხვევები მკვეთრად იზრდება- რა ვიცით ვირუსის ახალ ვარაინტზე? | Allnews.Ge

მსოფლიოში კორონავირუსის ახალ ვარიანტ EG.5-ის შემთხვევები მკვეთრად იზრდება- რა ვიცით ვირუსის ახალ ვარაინტზე?

გამოცემა Reuters აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროებზე დაყრდნობით წერს, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ახალ ვარიანტ EG.5-ის შემთხვევები მკვეთრად იზრდება.

როგორც ცნობილია, EG.5 იგივე „ერისი“ კორონვირუსის „ომიკრონის“ შტამის ქვევარიანტია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ისინი ახალი შტამის გავრცელების დინამიკას ყურადღებით აკვირდებიან, რადგან მისი მუტაცია შესაძლოა სწრაფად გავრცელდეს.

ბოლო მონაცემებით, „ერისით“ დაინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 50 ქვეყანაში დაფიქსირდა და მხოლოდ აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთა 17%-ს EG.5 შტამი დაუდასტურდა.

myquiz