"ეს კუდიანებზე ნადირობაა!" - ჯორჯიის შტატის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ დონალდ ტრამპს სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენა - რას აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი? | Allnews.Ge

"ეს კუდიანებზე ნადირობაა!" - ჯორჯიის შტატის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ დონალდ ტრამპს სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენა - რას აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი?

ჯორჯიის შტატის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და კიდევ 18 პირს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის გამო სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენა.

გამოძიების ჩატარება, ნაწილობრივ, გამოიწვია გაჟონილმა სატელეფონო ჩანაწერმა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯიის საარჩევნო უწყების უმაღლეს თანამდებობის პირს „11 780 ხმის მოძიებას“ სთხოვს. ეს ტრამპისთვის წაყენებული მეოთხე საბრალდებო აქტია. წაყენებულ ბრალდებებს „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს და მას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

„რაც შეიძლება ითქვას იმ საბრალდებო დოკუმენტებზე, რომლებიც დღეს გამოქვეყნდა. გაყალბებულია! რატომ არ წამიყენეს ბრალი 2.5 წლის წინ? იმიტომ, რომ მათ ამის გაკეთება ჩემი პოლიტიკური კამპანიის პერიოდში სურდათ. ეს კუდიანებზე ნადირობაა!"- წერს ტრამპი.

myquiz