მაროკოში ჰაერის რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა - რა ნიშნულს მიაღწია ტემპერატურამ? | Allnews.Ge

მაროკოში ჰაერის რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა - რა ნიშნულს მიაღწია ტემპერატურამ?

მაროკოში ჰაერის რეკორდული ტემპერატურა – 50,4 გრადუსი დაფიქსირდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა ქვეყანაში, როდესაც ტემპერატურამ 50 გრადუსს გადააჭარბა.

ძლიერმა სიცხემ მაროკოს რამდენიმე ქალაქი დააზარალა – ლაიუნე, სმარა და აგადირი, სადაც განგაშის წითელი სიგნალი ამოქმედდა. მაროკოს მეტეოროლოგების ცნობით, მაღალი ტემპერატურა მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.

როგორც მედია წერს, საგანგაშო რეკორდული ტემპერატურა კლიმატის ცვლილების შედეგია.

myquiz