53 დაღუპული და 1 000-ზე მეტი დაკარგული - რა ხდება ჰავაის კუნძულებზე ძლიერი ხანძრის ფონზე?
ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად გარდაცვალების კიდევ 17 ფაქტი დადასტირდა და დაღუპულთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა. ამ დროისათვის დაკარგულად ითვლება 1000-ზე მეტი ადამიანი.
ჰავაის გუბერნატორის ჯოშ გრინის განცხადებით, ხანძრის შედეგად 1 700-მდე შენობა განადგურდა და ისტორიულ ქალაქ ლაჰაინას 80% აღარ არსებობს. გუბერნატორი ტყის ხანძრებს ჰავაის შტატის ისტორიაში ყველაზე დიდ ბუნებრივ კატასტროფას უწოდებს და აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჰავაის არქიპელაგის კუნძულ მაუიზე გაჩენილ ტყის ხანძარს დიდი კატასტროფა უწოდა. მისი თქმით, ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალის ასანაზღაურებლად აშშ-ის ხელისუფლება დაფინანსებას გამოყოფს.