ლიკვიდირებულია მამაკაცი, რომელიც ჯო ბაიდენს სოციალური ქსელით ემუქრებოდა: ვინ იყო და რას წერდა კრეიგ რობერტსონი? | Allnews.Ge

ლიკვიდირებულია მამაკაცი, რომელიც ჯო ბაიდენს სოციალური ქსელით ემუქრებოდა: ვინ იყო და რას წერდა კრეიგ რობერტსონი?

9 აგ­ვის­ტოს აშშ-ის გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ­მა ბი­უ­რომ (FBI) გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი იყო იუ­ტას შტატ­ში მცხოვ­რე­ბი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ემუქ­რე­ბო­და პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დენს.

CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, FBI-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მა­მა­კაცს მა­შინ ეს­რო­ლეს, რო­დე­საც ის და­კა­ვე­ბის დროს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას შე­ე­ცა­და.

კრე­იგ რო­ბერტსონ­მა ჯო ბა­ი­დე­ნის მი­მართ მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი პოს­ტე­ბი პრე­ზი­დენ­ტის იუ­ტა­ში 9-10 აგ­ვის­ტოს და­გეგ­მი­ლი ვი­ზი­ტის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"გა­ვი­გე, რომ ბა­ი­დე­ნი იუ­ტა­ში ჩა­მო­დის. ვწმენდ M24 სნა­ი­პე­რულ შაშ­ხა­ნას", - წერ­და კრე­იგ რო­ბერტსო­ნი.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს პოს­ტი ერთ-ერ­თია იმ ათო­ბით ძა­ლა­დობ­რი­ვი გზავ­ნი­ლი­სა და ია­რა­ღე­ბის ფო­ტო­ე­ბი­დან, რო­მე­ლიც რო­ბერტსო­ნის ორ "ფე­ის­ბუ­ქან­გა­რიშ­ზე" გან­თავ­სდა.

"სიკ­ვდი­ლი ჯო ბა­ი­დენს!"

"იუტა გა­ით­ქვამს სა­ხელს, რო­გორც ად­გი­ლი, სა­დაც სნა­ი­პერ­მა პრე­ზი­დენ­ტი მოკ­ლა", - წერ­და სხვა­დას­ხვა დროს რო­ბერტსო­ნი.

craig-robertson-comp-1-1691651361.webp

"ფე­ის­ბუქ­ში" რო­ბერტსო­ნის გვერ­დის თა­ნახ­მად, რო­მე­ლიც ახლა აღარ იძებ­ნე­ბა, მა­მა­კა­ცი იუ­ტა­ში ფლობ­და კომ­პა­ნია Craig's Custom Woods, LLC -ს.

"სა­ხელ­მწი­ფო დო­კუ­მენ­ტებ­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, კომ­პა­ნია და­ა­რე­გის­ტრი­რეს 2022 წელს. ონ­ლა­ინ-ნეკ­რო­ლო­გე­ბის თა­ნახ­მად, რო­ბერტსო­ნი ორ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი და ჰყავ­და 3 შვი­ლი. ის პირ­ველ ცოლს 1986 წელს და­შორ­და და ხე­ლახ­ლა 1988 წელს და­ქორ­წინ­და. მისი მე­ო­რე მე­უღ­ლე გარ­და­იც­ვა­ლა 2008 წელს", - იუ­წყე­ბა "ფოქს ნი­უ­სი".

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­ბერტსო­ნი, ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ასე­ვე აქ­ვეყ­ნებ­და ონ­ლა­ინ მუ­ქა­რებს სხვა დე­მოკ­რა­ტი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის და იმ პრო­კუ­რო­რე­ბის მი­მარ­თაც, რომ­ლებ­მაც ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის დო­ნალდ ტრამ­პის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე აღ­ძრეს.

სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, კრე­იგ რო­ბერტსონს კარ­გა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ და მომ­ხდა­რის თა­ო­ბა­ზე პრე­ზი­დენ­ტი ბა­ი­დე­ნი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია.

myquiz