სანტექნიკოსი ლურჯ-წითელ კომბინეზონში: როგორია Mario-ს წარმატების ისტორია | Allnews.Ge

სანტექნიკოსი ლურჯ-წითელ კომბინეზონში: როგორია Mario-ს წარმატების ისტორია

40 წლის წინ იაპონურმა კორპორაციამ Nintendo-მ არკადული თამაში Mario Bros-ი ჩაუშვა. სანტექნიკოს „მარიოს“ თავგადასავალი ნიუ-იორკის საკანალიზაციო ქსელში ვითარდება. ასე დაიწყო მსოფლიოში ყველაზე წარმატებული სათამაშო ფრენჩიზას ისტორია. თამაშმა 45 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოიტანა, კომიქსებმა, ფილმებმა და სხვა მედიაპროდუქტებმა კი დაახლოებით 10 მილიარდ დოლარზე მეტი.

გთავაზობთ ამბავს, თუ როგორ გასცდა „მარიო“ სათამაშო ინდუსტრიას და რა წარმატება მოუტანა პატარა წითელქუდიანმა სანტექნიკოსმა Nintendo-ს.

„დურგლიდან სანტექნიკოსამდე“

პირველად წითელ და ლურჯ კომბინეზონში გამოწყობილი ულვაშიანი პერსონაჟი 1981 წელს Donkey Kong-ის არკადულ თამაშში ("ჯიუტი გორილა") გამოჩნდა. მარიო პროტოტიპმა დაიწყო თავისი კარიერა, როგორც დურგალი სახელად ჯამპმენი, გადაარჩინა გოგონა პაულინა გიგანტური მაიმუნისგან. მას შეეძლო სირბილი, ხტუნვა და ქანაობა.

თავდაპირველად მხატვარ შიგერუ მიამოტოს სურდა არკადის მთავარ პერსონაჟად ამერიკული კომიქსების პოპულარული პერსონაჟი, პოპაი მეზღვაური გაეხადა. ის უნდა დახმარებოდა Nintendo-ს აშშ-ს ბაზრის დაპყრობაში. თუმცა, იაპონელებმა მისი იმიჯის გამოსაყენებლად ნებართვა ვერ მიიღეს.

ამის შემდეგ მიამიტომ შექმნა დურგალი შედარებით ღია ფერებიან კომბინეზონში. სახელი მარიო კი გმირმა იტალიელი ბიზნესმენის მარიო სეგალის წყალობით მიიღო. სწორედ სიგალისგან ქირაობდა საწყობს სიეტლში Nintendo-ს ამერიკული განყოფილება. კომპანიამ თამაშის გამოშვებამდე ქირის გადახდა შეწყვიტა, ამ დროს გაბრაზებული სეგალი Nintendo-ს პრეზიდენტთან შესახვედრად წავიდა. გაბრაზებული იტალიელის გამომეტყველებამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იაპონელებზე, რომ მათ თამაშის ახალ გმირს მარიო დაარქვეს.

რაც შეეხება ისევ მარიოს, სანტექნიკოსის როლი მან პირველ სოლო თამაშში Mario Bros.-ში მიიღო, რომელიც 1983 წელს Donkey Kong-ის წარმატების შემდეგ გამოვიდა. მისი სიუჟეტის მიხედვით, მარიო ძმასთან ლუიჯისთან ერთად ჩადის ნიუ-იორკის კანალიზაციის ქსელში კუებთან, კიბორჩხალებთან, ბუზებთან და ყინულებთან საბრძოლველად. და მიუხედავად იმისა, რომ ამ არკადულმა თამაშმა ასევე დიდი წარმატება მოიპოვა, თამაშმა ნამდვილი აღიარება მიიღო, როდესაც 1985 წელს ბაზარზე არკადიას ახალი სერია Super Mario Bros-ის გამოვიდა.

mario-1690548212-1690787800.webp

„ფული მილიდან“

თამაშის გამოშვებიდან პირველ ოთხ თვეში მხოლოდ იაპონიაში გაიყიდა Super Mario Bros.-ის 3 მილიონი ეგზემპლარი და შემოსავალმა დღევანდელი კურსით 196 მლნ დოლარი შეადგინა. უკვე 1994 წელს კი მსოფლიო მასშტაბით სულ გაიყიდა 40 მილიონზე მეტი ეგზემპლარი და შემოსავალმა 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა. შემდეგ თამაში მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე გაყიდვადი თამაში ისტორიაში და ლიდერის პოზიციას 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იკავებდა.

1990-იანი წლების დასაწყისში ამერიკელ ბავშვებს შორის ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ისინი უფრო ხშირად ცნობენ მარიო, ვიდრე მიკი მაუსს.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს Super Mario Bros-ის ორიგინალი კარტრიჯი აუქციონზე ინდუსტრიაში რეკორდულ 2 მლნ დოლარად გაიყიდა.

ამ წარმატებამ აიძულა Nintendo, რომ თამაშის დამატებითი სერიები შეექმნა. ულვაშიანი სანტექნიკოსის თავგადასავლების ორიგინალურ სერიას აქვს 20-ზე მეტი თამაში.

სანტექნიკoსის გარდა, მარიომ სხვა სფეროებშიც სცადა „ბედი“, მაგალითად, მედიცინაში. მისი ალტერ-ეგო დოქტორი მარიო თამაშობს სპინ-ოფ სერიაში და ჩნდება როგორც დამოუკიდებელი პერსონაჟი Super Smash Bros.-ის თამაშებში.

ამასთან, შეიქმნა სხვადასხვა მოტივებზე დაფუძნებული 250-ზე მეტი თამაში, რომლებიც ერთად 830 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. მათგან ყველაზე წარმატებული ჯერჯერობით არის Mario Kart 8 Deluxe, რომელიც მხოლოდ გასულ წელს 8,45 მილიონჯერ იყიდეს და ჯამში 53,8 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.

სხვათა შორის, 2014 წელს Nintendo-მ დაუშვა მარიოს გამოსახულების გამოყენება „მერსედესის“ რეკლამაში, რომელიც მოიცავდა 30-წამიან ვიდეოს. იხილეთ სრულად

myquiz