მოსკოვზე დრონებით თავდასხმა და აფეთქება მოხდა- რას წერს რუსული მედია? | Allnews.Ge

მოსკოვზე დრონებით თავდასხმა და აფეთქება მოხდა- რას წერს რუსული მედია?

მოსკოვზე, ღამით, უკრაინული დრონებით შეტევა განხორციელდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ბიზნეს ცენტრ „მოსკოვ-სიტიში“ მდებარე ერთ-ერთ შენობაში აფეთქება მოხდა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ცნობით, „მოსკოვი-სიტიში“ ორი შენობის ფასადები მსუბუქად დაზიანდა. დაშავდა ერთი ადამიანი.

რუსეთის სამართალდამცავმა უწყებებმა განაცხადეს, რომ ორი დრონი ჩამოაგდეს, რომლებიც დედაქალაქზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ.

4032-1690702207.avif

მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმაში სამი დრონით განხორციელდა, ერთი მათგანი მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონში ჰაერში გაანადგურეს, ორი კი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშვეს და მოსკოვის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, დედაქალაქის „ვნუკოვოს“ აეროპორტი დაიხურა, ამ მოგვიანებით კი გაიხსნა.

myquiz