რა ფინანსური ზარალი მიადგა მსოფლიოს ანომალიური სიცხისა და ხანძრების გამო? | Allnews.Ge

რა ფინანსური ზარალი მიადგა მსოფლიოს ანომალიური სიცხისა და ხანძრების გამო?

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში სამყარო მსოფლიოს ამა თუ იმ წერტილში ანომალიური ამინდის ცვალებადობას აკვირდება. ყურადღების ცენტრშია ევროპა და აზია, რომლებიც ერთის მხრივ, ანომალიურმა სიცხემ და ხანძრებმა, მეორეს მხრივ, წყალდიდობებმა და ქარიშხლებმა დააზიანა.

მაგალითად, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაფიქსირდა ფართომასშტაბიანი წყალდიდობები სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთსა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში, მათ შორის დედაქალაქ დელიში.

consequences-natural-1690559754.jpg

ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში მდგომარეობა საგნგაშოა. საბერძნეთში უკვე რამდენიმე კვირაა ხანძრებს ვერ აქრობენ, იტალიის ნაწილი გაუსაძლის სიცხეს, ნაწილიც - ქარიშხლებსა და წყალდიდოებებს ებრძვის, გაუსაძლის სიცხეს ებრძვიან საფრანგეთშიც.

ცნობისათვის, სამხრეთ აზიაში, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აზიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სოფლის მეურნეობის მიწოდების ჯაჭვების მნიშვნელოვანი ნაწილი ნორმალურზე მაღალი ნალექის ალბათობას ექვემდებარება. მაღალი სასოფლო-სამეურნეო ღირებულების მქონე ქვეყნები, როგორიცაა ბანგლადეში, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, რუსეთის ფედერაცია და ტაილანდი, უფრო მაღალი წყალდიდობის რისკის ქვეშ არიან. ექსტრემალური ამინდის მოვლენები გავლენას მოახდენს ენერგეტიკულ სისტემებზე, განსაკუთრებით კი დაუცველ ქვეყნებში ჰიდროელექტროსადგურებზე.

აშკარაა, რომ ელ-ნინიო, არსებითად იმოქმედებს რეგიონში სურსათის, ენერგიისა და ფინანსების კავშირზე.

full-37965-1690559766.webp

მაგალითად, საბერძნეთში, სექტორის მნიშვნელობიდან გამომდინარე - ტურიზმი უზრუნველყოფს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 25%-ს და ყოველ მეხუთე სამუშაო ადგილს. მეცნიერთა შეფასებით, ამ თვეში საბერძნეთის ტყის ხანძრის შედეგად 1 მეგატონა ნახშირბადი გამოიყოფა.

ევროკავშირის კოპერნიკის ატმოსფეროს მონიტორინგის სამსახურის თანახმად, ტყის ხანძრები, რომლებიც საბერძნეთში 17 ივლისიდან მძვინვარებს, ჩამორჩება ქვეყნის ყველაზე მაღალ ემისიას ბოლო 21 წლის განმავლობაში. ევროპის ტყის ხანძრის საინფორმაციო სისტემა - Copernicus-ის კიდევ ერთი სერვისი - იუწყება, რომ 22 ივლისის მდგომარეობით, ევროკავშირის ტყის 173 000 ჰექტარზე მეტი ფერფლად იქცა. იხილეთ სრულად

myquiz