ნიდერლანდებში გემზე, რომელსაც 3 000-ზე მეტი ავტომობილი გადაჰქონდა, ხანძარი გაჩნდა- ფოტოები შემთხვევის ადგილიდან | Allnews.Ge

ნიდერლანდებში გემზე, რომელსაც 3 000-ზე მეტი ავტომობილი გადაჰქონდა, ხანძარი გაჩნდა- ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

ნიდერლანდების სანაპიროსთან ახლოს სატვირთო გემს ხანძარი გაუჩნდა. Reuters-ის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მომენტში გემს 3 000-ზე მეტი ავტომობილი გადაჰქონდა. შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.

230726104812-01-fire-cargo-ship-dutch-coast-0726-1690441397.jpg

იქიდან გამომდინარე, რომ წყლის ჭავლის დიდმა ნაკადმა შესაძლოა გემის ჩაძირვა გამოიწვიოს, სამაშველო ჯგუფები შეფერხებით მუშაობენ. მათი თქმით, გემზე ხანძრის სრულ ლიკვიდაციას რამდენიმე დღე დასჭირდება.

download-1690441407.jpg

გემი სახელად Fremantle Highway პანამაში იყო დარეგისტრირებული, მას ტვირთი გერმანიიდან ეგვიპტეში გადაჰქონდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

myquiz