6-წლიანი ქორწინების შემდეგ რიკი მარტინი მეუღლეს შორდება - "ახლა ყველაზე მეტად ის გვინდა, რომ მეგობრობა შევინარჩუნოთ" | Allnews.Ge

6-წლიანი ქორწინების შემდეგ რიკი მარტინი მეუღლეს შორდება - "ახლა ყველაზე მეტად ის გვინდა, რომ მეგობრობა შევინარჩუნოთ"

რიკი მარ­ტი­ნი და მისი მე­უღ­ლე, ივან იო­სე­ფი, 6-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, ერ­თმა­ნეთს შორ­დე­ბი­ან. წყვილს გაყ­რის კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი არ და­უ­სა­ხე­ლე­ბია. ამ­ბო­ბენ, რომ მტკი­ცედ აქვთ გა­და­წყვე­ტი­ლი, ერ­თმა­ნეთ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ:

"გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ შვი­ლებ­ზე ვი­ფიქ­როთ და ქორ­წი­ნე­ბა სიყ­ვა­რუ­ლით და პა­ტი­ვის­ცე­მით, ღირ­სე­უ­ლად და­ვას­რუ­ლოთ. გვინ­და პა­ტი­ვი ვცეთ იმ გა­მოც­დი­ლე­ბას, რაც ამ შე­სა­ნიშ­ნა­ვი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თად გა­მო­ვი­ა­რეთ, რო­გორც წყვილ­მა", - ამ­ბობს პუ­ერ­ტო-რი­კო­ე­ლი სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვი და მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ჟურ­ნალ People-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

tumblr-127a0ac381cc2f7f199d48bb2525008d-521c330b-1280-43031-1689682866.jpg

"ახლა ყვე­ლა­ზე მე­ტად ის გვინ­და, რომ ჯან­სა­ღი ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა და მე­გობ­რო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, რათა ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ვი აღ­ზრდა მშვი­დად გან­ვაგ­რძოთ. გვინ­და ეს ისე გა­ვა­კე­თოთ, რომ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ არ­სე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა არ დავ­კარ­გოთ", - აღ­ნიშ­ნავს რიკი მარ­ტი­ნი.

რი­კი­სა და ივანს ორი შვი­ლი ჰყავთ: ქა­ლიშ­ვი­ლი ლუ­სია, რო­მე­ლიც 2018 წელს და­ი­ბა­და და ვაჟი, რენი, რო­მე­ლიც დაზე 1 წლი­თაა უმ­ცრო­სი.

ამას გარ­და, მარ­ტინს კი­დევ ტყუ­პი ვაჟი ჰყავს, მა­ტეო და ვა­ლენ­ტი­ნო, რომ­ლე­ბიც 2008 წელს სუ­რო­გა­ტი დე­დის­გან ეყო­ლა.

myquiz