ჩინეთში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია - რამდენ გრადუსამდე გაიზარდა ტემპერატურა ქვეყანაში? | Allnews.Ge

ჩინეთში ჰაერის ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია - რამდენ გრადუსამდე გაიზარდა ტემპერატურა ქვეყანაში?

ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სანბაოში ჰაერის ტემპერატურამ 52,2 გრადუს ცელსიურსს მიაღწია, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

მეტეოროლოგების პროგნოზით, ქალაქში მაღალი ტემპერატურა კიდევ 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ მორიგი რეკორდი დაფიქსირდეს. Reuters-ის ინფორმაციით, ჩინეთში აქამდე დაფიქსირებული ტემპერატურის რეკორსული მაჩვენებელი 50.3 გრადუს ცელსიუსი იყო. გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ჰაერის ტემპერატურა იმატებს.

გაეროს პროგნოზით, მომდევნო ათწლეულებში ჰაერის ტემპერატურა მსოფლიოში საშუალოდ 1.5 გრადუს ცელსიუსით გაიზრდება.

myquiz