პარალიზებული ყირიმის ხიდი, მსხვერპლი და მრავალკილომეტრიანი რიგი: რას აცხადებენ უკრაინული და რუსული მხარეები? | Allnews.Ge

პარალიზებული ყირიმის ხიდი, მსხვერპლი და მრავალკილომეტრიანი რიგი: რას აცხადებენ უკრაინული და რუსული მხარეები?

ყი­რი­მის ხიდი პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია, რო­გორც რუ­სუ­ლი მხა­რე აცხა­დებს ამის მი­ზე­ზი "სა­გან­გე­ბო შემ­თხვე­ვაა". ზუს­ტად რა მოხ­და ყი­რი­მის ხიდ­ზე, ამ დრომ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლია. ად­გი­ლობ­რი­ვი წყა­რო­ე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბე­ბის ხმა გა­ი­გეს.

რუ­სე­თის ბელ­გო­რო­დის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ყი­რი­მის ხიდ­ზე და­ი­ღუ­პა ცოლ-ქმა­რი, მათი შვი­ლი კი, და­შავ­და. მა­ნამ­დე რუ­სუ­ლი ტე­ლეგ­რამ-არ­ხე­ბი წერ­დნენ, რომ ხი­დის მა­ლის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლია ბელ­გო­რო­დე­ლი ცოლ-ქმა­რი, მათი 14 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი კი მძი­მედ და­შავ­და.

რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ცნო­ბით, ყი­რი­მის ხიდ­თან, კრას­ნო­და­რის მხა­რეს, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მრა­ვალ­კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი რი­გია.

2 ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდილს და 1-ის და­შა­ვე­ბას და­ა­დას­ტუ­რა რუ­სე­თის კრას­ნო­და­რის მხა­რის ჯან­დაც­ვის სამ­სა­ხურ­მაც.

შე­გახ­სე­ნებთ, ქერ­ჩის სრუ­ტე­ზე გა­მა­ვა­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო და სარ­კი­ნიგ­ზო ხიდი ანექ­სი­რე­ბულ ყი­რიმს რუ­სე­თის კრას­ნო­და­რის მხა­რეს­თან აკავ­ში­რებს.

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერს, რომ ყი­რი­მის ხიდ­ზე თავ­დას­ხმა უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ძა­ლებ­მა და უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ერ­თობ­ლი­ვად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

ამის შე­სა­ხებ "რბკ უკ­რა­ი­ნა" უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით წე­რენ. მათი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხიდს "წყალ­ზე­და დრო­ნე­ბით“ შე­უ­ტი­ეს და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხი­დამ­დე მიღ­წე­ვა რთუ­ლი იყო, ეს შეძ­ლეს.

"ხიდს თავს და­ესხნენ სა­ზღვაო, ე.წ. წყალ­ზე­და დრო­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ხი­დამ­დე მის­ვლა რთუ­ლი იყო, მაგ­რამ ბლოს და ბო­ლოს ეს მო­ხერ­ხდა", - ამ­ბობს წყა­რო.

ტე­ლეგ­რამ-არხი Mash -იც ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ყი­რი­მის ოლქს შე­უ­ტი­ეს მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი წყლის დრო­ნე­ბით. მისი ცნო­ბით, ეს მომ­ხდა­რის ძი­რი­თა­დი ვერ­სი­აა.

უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს სპი­კერ­მა ან­დრი იუსოვ­მა უკ­რა­ი­ნის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს გა­ნუ­ცხა­და, რომ დღეს მთე­ლი მსოფ­ლიო ხე­დავს "მრა­ვალ­კი­ლო­მეტ­რი­ან სა­ცობს და ხი­დის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის რღვე­ვას", თუმ­ცა, მი­ზე­ზებ­ზე და­მა­ტე­ბით კო­მენ­ტარს არ გა­ა­კე­თე­ბენ. იუსო­ვის თქმით, მას შე­უძ­ლია მო­იყ­ვა­ნოს მხო­ლოდ სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლის, კი­რი­ლო ბუ­და­ნო­ვის ცი­ტა­ტა, რომ "ყი­რი­მის ხიდი ზედ­მე­ტი კონ­სტრუქ­ცი­აა“.

359819855-257024983742472-3310058325441508057-n-1689577433.jpg

მეტი ჯერ არა­ფე­რი თქმუ­ლა - ოფი­ცი­ა­ლუ­რად არც უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და არც სამ­ხედ­რო­ებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მომ­ხდარ­ზე არ აუ­ღი­ათ.

ყი­რი­მის ხიდ­ზე მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი, შე­საძ­ლოა, მოს­კო­ვის პრო­ვო­კა­ცია იყოს. პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის მო­წყო­ბა ყი­რი­მის სა­ო­კუ­პა­ციო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და რუ­სე­თის­თვის პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის ტი­პუ­რი გზაა, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის სამ­ხრე­თის ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო პრეს­ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ნა­ტა­ლია გუ­მე­ნი­უკ­მა გა­ნა­ცხა­და.

"ასე­თი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის შექ­მნა, რო­მელ­საც ყი­რი­მის სა­ო­კუ­პა­ციო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მა­შინ­ვე ძა­ლი­ან ხმა­მაღ­ლა ავ­რცე­ლებს, ყი­რი­მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და აგ­რე­სო­რი ქვეყ­ნის­თვის პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის ტი­პუ­რი გზაა“, - გა­ნა­ცხა­და მან.

ყი­რი­მის ხიდ­ზე "სა­გან­გე­ბო შემ­თხვე­ვა“ 2023 წლის 10 ივ­ლის­საც იყო შექ­მნი­ლი, მა­შინ რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნის არ­მი­ამ "წა­რუ­მა­ტებ­ლად“ სცა­და ყი­რი­მის ხიდ­ზე სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვა.

შე­გახ­სე­ნებთ, 2022 წლის 8 ოქ­ტომ­ბერს, ყი­რი­მის ხიდ­ზე მოხ­და ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბა, რო­მელ­მაც გა­მო­იწ­ვია ხი­დის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ნა­წი­ლის ნგრე­ვა და ძლი­ე­რი ხან­ძა­რი სარ­კი­ნიგ­ზო ნა­წილ­ზე.

უკ­რა­ი­ნა აფეთ­ქე­ბას­თან კავ­შირს ოფი­ცი­ა­ლუ­რად არც იმ­ჟა­მად აღი­ა­რებ­და. 2023 წლის 8 ივ­ლისს კი, უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ანა მა­ლი­არ­მა ტე­ლეგ­რამ­ზე და­წე­რა, რომ 273 დღე გა­ვი­და ყი­რი­მის ხიდ­ზე პირ­ვე­ლი დარ­ტყმი­დან, რომ­ლის მი­ზა­ნიც რუ­სე­თის ლო­ჯის­ტი­კის გა­ტე­ხა იყო.

myquiz