კარლოს ალკარასი უიმბლდონის გამარჯვებულია - რა თანხა გამოიმუშავა ჩოგბურთელმა? | Allnews.Ge

კარლოს ალკარასი უიმბლდონის გამარჯვებულია - რა თანხა გამოიმუშავა ჩოგბურთელმა?

2023 წლის უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირი კაცებში დასრულდა. ესპანელმა ამომავალმა ვარსკვლავმა, 20 წლის კარლოს ალკარასმა ფინალში ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელად მიჩნეული სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა და პრესტიჟული გათამაშება პირველად მოიგო.

ნერვიული სტარტისა და პირველ სეტში მარცხის შემდეგ, ესპანელმა თამაშში დაბრუნება შეძლო და 4 საათიანი და 42 წუთიანი მატჩი, საბოლოოდ, მისი გამარჯვებით დასრულდა. უიმბლდონის 4-გზის ჩემპიონისთვის, ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ეს მატჩი კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რამეთუ შანსი ჰქონდა, რეკორდული 24-ე გრანდ სლემის ტიტული მოეგო. თუმცა ახალი და ძველი თაობის დაპირისპირებაში გამარჯვება ახალგაზრდა ალკარასმა მოიპოვა.

ამ წლის უიმბლდონი რეკორდული საპრიზო ფონდით, 44.7 მილიონი გირვანქა სტერლინგით გამოირჩეოდა. ეს წინა წლის საპრიზო თანხაზე, 40 მილიონზე 10.8%-ით მეტია. იხილეთ სრულად

myquiz