"მოქმედებდნენ უკრაინის დავალებით, 1.5 მილიონი რუბლის სანაცვლოდ" - ФСБ აცხადებს, რომ სიმონიანისა და სობჩაკის მკვლელობა ჩაშალეს: როგორ პასუხობს ბრალდებას უკრაინა | Allnews.Ge

"მოქმედებდნენ უკრაინის დავალებით, 1.5 მილიონი რუბლის სანაცვლოდ" - ФСБ აცხადებს, რომ სიმონიანისა და სობჩაკის მკვლელობა ჩაშალეს: როგორ პასუხობს ბრალდებას უკრაინა

რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის (ФСБ ) გან­ცხა­დე­ბით, ჩა­შა­ლეს უკ­რა­ი­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის შეთ­ქმუ­ლე­ბა რუ­სუ­ლი RT-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის, მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი­სა და ჟურ­ნა­ლისტ ქსე­ნია სობ­ჩა­კის წი­ნა­აღ­მდეგ. "ეფ-ეს-ბე"-ს ცნო­ბით, და­გეგ­მი­ლი იყო სი­მო­ნი­ა­ნი­სა და სობ­ჩა­კის მკვლე­ლო­ბა.

"უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­თან და რუ­სე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად აღ­კვე­თა მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნი­სა და ქსე­ნია სობ­ჩა­კის მკვლე­ლო­ბა. და­კა­ვე­ბულ­ნი არი­ან ნე­ო­ნა­ცის­ტუ­რი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი მოს­კოვ­სა და რი­ა­ზა­ნის რე­გი­ონ­ში, რომ­ლე­ბიც თვალ-ყურს ადევ­ნებ­დნენ თა­ვი­ანთ სა­მიზ­ნე­ებს სამ­სა­ხურ­სა და სა­ცხოვ­რე­ბელ ად­გი­ლებ­ში. სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის დროს მათ და­ა­დას­ტუ­რეს მკვლე­ლო­ბის და­გეგ­მვა უკ­რა­ი­ნის უშიშ­რო­ე­ბის სა­სა­ხუ­რის და­ვა­ლე­ბით, 1.5 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლის სა­ნაც­ვლოდ", - ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუ­სუ­ლი ФСБ -ს ბრალ­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის მრჩე­ვე­ლი, მი­ა­ხი­ლო პო­დო­ლი­ა­კი და თქვა, რომ უკ­რა­ი­ნას სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს იმას­თან, რა­ზეც რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში სა­უბ­რო­ბენ.

"ჩვენ სი­მო­ნი­ა­ნი და სობ­ჩა­კი ნამ­დვი­ლად არა­ფერ­ში გვჭირ­დე­ბა. მათ არა­ფერ­ზე არ აქვთ გავ­ლე­ნა, ისი­ნი არ თა­მა­შო­ბენ მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს იმ პრო­ცე­სებ­ში, რაც დღეს ხდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და პო­დო­ლი­აკ­მა

myquiz