კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია- რამდენს გამოიმუშავებს ის? | Allnews.Ge

კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია- რამდენს გამოიმუშავებს ის?

კრიშტიანუ რონალდუ გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა წელიწადში 136 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და არგენტინელ ლიონელ მესის გაუსწრო, რომელიც გასულ წელს პირველ ადგილს იკავებდა.

ამჟამად კი ის მეორე ადგილს 130 მილიონი დოლარით იკავებს. მესამეზე - ფრანგი ფეხბურთელი, კილიან მბაპე 120 მილიონი დოლარით იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში რონალდუმ დატოვა „მანჩესტერ იუნაიტედი“ და საუდის „ალ-ნასრში“ გადავიდა. თუმცა, ფეხბურთის გარდა, მის შემოსავალს Nike-თან უვადო კონტრაქტი და საკუთარი ბრენდის, CR7-ის პროდუქციის გაყიდვებიც ემატება.

ცნობისთვის, მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის ტიტული ფეხბურთელმა პირველად 2017 წლის შემდეგ (და საერთო ჯამში მესამედ) მოიპოვა.

myquiz