დრონებით შეტევა რუსეთის ვორონეჟისა და კურსკის ოლქებზე - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია | Allnews.Ge

დრონებით შეტევა რუსეთის ვორონეჟისა და კურსკის ოლქებზე - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია

რუ­სუ­ლი მე­დია რუ­სე­თის ვო­რონ­ჟი­სა და კურსკის ოლ­ქებ­ზე დრო­ნე­ბით შე­ტე­ვის შე­სა­ხებ წერს. მა­თი­ვე ცნო­ბით, რო­გორც ვო­რო­ნე­ჟის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, ალექ­სან­დრე გუ­სე­ვი აცხა­დებს, რუ­სე­თის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა ვო­რო­ნეჟ­თან მი­ახ­ლო­ე­ბი­სას სამი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი ჩა­მო­აგ­დო.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

"ვო­რო­ნე­ჟი­დან რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტრში, სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს და გა­ა­ნად­გუ­რეს სამი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი. მსხვერ­პლი და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ ყო­ფი­ლა“, - წერს გუ­სე­ვი "ტე­ლეგ­რამ“ არხზე.

ამას­თან, კურსკის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, რო­მან სტა­რო­ვო­ი­ტის გან­ცხა­დე­ბით, უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტის ჩა­მო­ვარ­დნის შე­დე­გად, ქა­ლაქ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი და­ზი­ან­და.

"ღა­მით ქა­ლაქ კურ­ჩა­ტოვ­ში უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი ჩა­მო­ვარ­და. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი ნა­წი­ლობ­რი­ვი და­ზი­ან­და. არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა“, - წერს რო­მან სტა­რო­ვო­ი­ტი "ტე­ლეგ­რამ“ არხზე.

myquiz