ნამდვილად ემზადება თუ არა ცუკერბერგი რინგზე შერკინებისთვის? - Meta-ს მფლობელი საბრძოლო ხელოვნებაში ისრაელ ადესანიასა და ვოლკანოვსკისთან ერთად ვარჯიშობს | Allnews.Ge

ნამდვილად ემზადება თუ არა ცუკერბერგი რინგზე შერკინებისთვის? - Meta-ს მფლობელი საბრძოლო ხელოვნებაში ისრაელ ადესანიასა და ვოლკანოვსკისთან ერთად ვარჯიშობს

რო­გორც ჩანს, "ფე­ის­ბუ­ქის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და კომ­პა­ნია Meta-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, მარკ ცუ­კერ­ბერ­გი, შე­რე­უ­ლი ორ­თაბ­რძო­ლე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბით სე­რი­ო­ზუ­ლად არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.

მარ­კმა უკვე რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ ვარ­ჯი­შობს სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ში.

საქ­მე იმა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლა­დაა, ვიდ­რე ფიქ­რობთ. ამ­ჯე­რად UFC-ის ცნო­ბი­ლი მებ­რძო­ლი ის­რა­ელ ადე­სა­ნია მარკთან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.

მათ გვერ­დით არის სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ში კი­დევ ერთი ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი მებ­რძო­ლი, ალექს ვოლ­კა­ნოვ­სკი.

mark1-37701-1689146483.jpg

"არა­ვი­თა­რი სი­ყალ­ბე, ეს სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მეა“, - წერს ადე­სა­ნია.

მე­დი­ის­თვის მარკ ცუ­კერ­ბერ­გის საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სოა მას შემ­დეგ, რაც ის და "ტვი­ტე­რის“ მფლო­ბე­ლი ილონ მას­კი და­უ­პი­რის­პირ­დნენ ერ­თმა­ნეთს.

მარკსა და ილონს შო­რის მე­ტო­ქე­ო­ბამ მწვა­ვე სახე მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც ცუ­კერ­ბერ­გის კომ­პა­ნი­ამ "ტვი­ტე­რის“ იდენ­ტუ­რი აპ­ლი­კა­ცია შექ­მნა და მოხ­მა­რე­ბა­ში ჩა­უშ­ვა.

ილონ­მა მარ­კი "ოქ­ტა­გონ­ზე“ რე­ა­ლურ ბრძო­ლა­ში გა­მო­იწ­ვია და ცუ­კერ­ბერ­გის­გან თან­ხმო­ბაც მი­ი­ღო. არა­ვინ იცის რე­ა­ლუ­რად ვი­ხი­ლავთ თუ არა გი­გან­ტი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მფლო­ბე­ლებს ოქ­ტა­გონ­ზე, მათი ბრძო­ლის ველი ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ციფ­რუ­ლი სივ­რცეა და თუ ილონ­მა იცის, რო­გორ ემ­ზა­დე­ბა ფი­ზი­კუ­რად მისი კონ­კუ­რენ­ტი, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, მო­ინ­დო­მებს თუ არა კვლავ ფი­ზი­კურ შერ­კი­ნე­ბას.

myquiz