"თავს უხერხულად ვგრძნობ იმ ადამიანების წინაშე, რომლებსაც ფინანსურად უჭირთ, ამიტომ ძვირად ღირებულ მაღაზიებში იშვიათად დავდივარ" - ოდრი ტოტუ | Allnews.Ge

"თავს უხერხულად ვგრძნობ იმ ადამიანების წინაშე, რომლებსაც ფინანსურად უჭირთ, ამიტომ ძვირად ღირებულ მაღაზიებში იშვიათად დავდივარ" - ოდრი ტოტუ

ლეგენდარული ფრანგი მსახიობი ოდრი ტოტუ, რომელმაც უამრავ მაყურებელს თავი შეაყვარა, 46 წლისაა და ისევ ისე ელეგანტურად და დახვეწილად გამოიყურება, როგორც წლების წინ. დღეს ოდრი ტოტუს სტილის 5 მთავარ საიდუმლოს გაგიზიარებთ, რომელთა გამოც ის მსოფლიოში უამრავი ქალისთვის შთაგონებად იქცევა:

სიმარტივე

ოდრი ტოტუს ყოველდღიური სტილი მარტივი ლუქებისაგან შედგება. როგორც თავად ამბობს, დილით არასოდეს იცის, რას ჩაიცვამს. უბრალოდ, კარადიდან გამოიღებს სამოსს, მოირგებს და საქმეზე გადის. ამიტომაც, მისი ნახვა ჯინსებში, ტოპებში ან პერანგებში ძალიან ხშირად შეუძლიათ ადამიანებს. ეს არის მარტივი სტილი, რომელზეც მსახიობი არანაირ ძალისხმევას არ ხარჯავს და მაინც ყველას ძალიან მოსწონს. აქედან კი კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ბუნებრიობა და სისადავე ყველაზე დახვეწილ სტილს ქმნის!

ლაკონიურობა

ოდრის ზედმეტად პომპეზური, ბრჭყვიალა და ძვირად ღირებული ნივთები არ უყვარს. "თავს უხერხულად ვგრძნობ იმ ადამიანების წინაშე, რომლებსაც ფინანსურად უჭირთ. ამიტომ, ძვირად ღირებულ მაღაზიებში იშვიათად დავდივარ." - ამბობს მსახიობი. იგი წითელ ხალიჩაზეც კი აბსოლუტურად მარტივი და სადა სამოსითაა წარმოდგენილი.

უნისექსი

2-1688725959-1688803524..jpg

ოდრი ძალიან ხშირად მამაკაცის პერანგებს, თავისუფალ შარვლებს, დიდი ზომის ქურთუკებს ირჩევს და ასეთ დროსაც, შესანიშნავად გამოიყურება. ვარცხნილობაც კი ისეთი აქვს შერჩეული, რომ თან ძალიან მარტივია, თანაც ყველასგან გამოარჩევს. იხილეთ სრულად

myquiz