ვოლოდიმირ ზელენსკი კუნძულ ზმეინიზე ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კუნძულ ზმეინიზე ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტმა ომში დაღუპული მებრძოლების საფლავებს პატივი მიაგო და მადლობა გადაუხადა თითოეულ უკრაინელს, რომელიც ომის 500 დღის განმავლობაში ქვეყანას იცავს.
„დღეს ჩვენ კუნძულ ზმეინზე ვიმყოფებით, ჩვენს კუნძულზე, რომელსაც არასოდეს დაიპყრობს ოკუპანტი, ისევე როგორც მთელს უკრაინას. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ ჩვენს უკრაინელ გმირებს, ყველა მეომარს, ვინც იბრძოდა ამ კუნძულისთვის, ვინც გაათავისუფლა ის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პატარა მიწის ნაგლეჯი ჩვენი შავი ზღვის შუაგულში, ეს არის დიდი დასტური იმისა, რომ უკრაინა დაიბრუნებს თავისი ტერიტორიის ყველა ნაწილს! „-განაცხადა მან.