"მისი დაავადება სიცოცხლისთვის საშიშ ფორმებს იღებს" - რატომ არ ჩადის კადიროვი სამკურნალოდ რუსეთში? | Allnews.Ge

"მისი დაავადება სიცოცხლისთვის საშიშ ფორმებს იღებს" - რატომ არ ჩადის კადიროვი სამკურნალოდ რუსეთში?

რამ­დე­ნი­მე თვეა, ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­შე­მო უამ­რა­ვი ვერ­სია ვრცელ­დე­ბა. ეჭ­ვე­ბის გა­სა­ფან­ტად კა­დი­როვ­მა თა­ვის მარ­ჯვე­ნა ხელ­თან, რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის დე­პუ­ტატ­თან, ადამ დე­ლიმ­ხა­ნოვ­თან ერ­თად გა­ავ­რცე­ლა ვი­დეო, რო­მელ­შიც ისი­ნი მათი ჯან­მრთე­ლო­ბის გარ­შე­მო გავ­რცე­ლე­ბულ ცნო­ბებს გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ.

"ძაღ­ლი ყეფს, ქა­რა­ვა­ნი მი­დის... ჩვენ ვცო­ცხლობთ, მშვი­დად ვცო­ცხლობთ, პურს ვჭამთ. სა­ინ­ტე­რე­სოა ცხოვ­რე­ბა, ცხოვ­რე­ბა სა­ერ­თოდ სა­ინ­ტე­რე­სოა ხოლ­მე, როცა მოკ­ლეა. ამი­ტომ დიდ­ხანს ცხოვ­რე­ბა ისე­დაც არ გვინ­და. მოკ­ლე, მაგ­რამ ღირ­სე­უ­ლი ცხოვ­რე­ბა გვექ­ნე­ბა" - თქვა კა­დი­როვ­მა.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის თქმით, კა­დი­რო­ვი აზ­რის ზუს­ტად გად­მო­ცე­მი­თა და მჭერ­მე­ტყვე­ლე­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, მაგ­რამ ბო­ლოს გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში მის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ორაზ­როვ­ნად გა­მო­ხა­ტუ­ლი აზრი ზედ­მე­ტად და­მაბ­ნე­ვე­ლია...

"ნა­ხევ­რად მოჭ­რილ ვი­დე­ო­ში კი, ჯან­მრთელს არც თა­ვად ჰგავ­და და არც დე­ლიმ­ხა­ნო­ვი" - წე­რენ ისი­ნი.

გა­სულ დღე­ებ­ში ტე­ლეგ­რამ არ­ხებ­ზე ვრცელ­დე­ბო­და ცნო­ბე­ბი, რომ კა­დი­რო­ვი­სა და დე­ლიმ­ხა­ნო­ვის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლი იყო.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, დე­ლიმ­ხა­ნო­ვი ზა­პო­რო­ჟი­ეს ოლ­ქში და­იჭ­რა. და­ბომბვი­სას მას­თან ერ­თად მყო­ფი რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ჩე­ჩე­ნი და­ი­ღუ­პა, რა­ზეც კა­დი­როვ­მა მხო­ლოდ ზე­და­პი­რუ­ლად ისა­უბ­რა და და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია.

24tv.ru-ს ცნო­ბით, იჩ­ქე­რი­ის რეს­პუბ­ლი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლის ახ­მედ ზა­კა­ე­ვის თქმით, კა­დი­რო­ვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად მძი­მეა, რომ რე­გი­ონ­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, რუსი კუ­რა­ტო­რე­ბის დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და."კად­რე­ბი, რო­მე­ლიც არა­ვინ იცის სად არის ჩა­წე­რი­ლი, კა­დი­როვ­მა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თვის ჩა­წე­რა, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, მაგ­რამ ად­გი­ლობ­რი­ვი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა კა­დი­რო­ვის დი­აგ­ნოზს ასა­ი­დუმ­ლო­ებს. დე­ლიმ­ხა­ნოვ­მა კი უკ­რა­ი­ნა­ში ფეხი და­კარ­გა. ჭრი­ლო­ბა იმ­დე­ნად მძი­მე იყო, რომ ამ­პუ­ტა­ცია დას­ჭირ­და... ის ვი­დეო გა­რე­მოც­ვის რჩე­ვით ჩა­წე­რა" - ამ­ბობს ზა­კა­ე­ვი.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, კა­დი­რო­ვი არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, სა­დაც სამ­კურ­ნა­ლოდ ჩა­დის. რუ­სულ მე­დი­ა­ში ხში­რად სვა­მენ კი­თხვას - რა­ტომ არ მკურ­ნა­ლობს კა­დი­რო­ვი რუ­სეთ­ში, მოს­კოვ­ში ან სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში...

kavkazr.com-ის ცნო­ბით, კა­დი­რო­ვის ყვე­ლა­ზე მწვა­ვე კრი­ტი­კო­სი, ბლო­გე­რი ტუმ­სო აბ­დუ­რახ­მა­ნო­ვი იუ­წყე­ბა, რომ ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად უა­რეს­დე­ბა, მას თირკმე­ლე­ბის პრობ­ლე­მა აქვს და დი­ა­ლიზ­ზეა. ამი­ტო­მაც, პუბ­ლი­კას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ზღუ­და.

კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ კა­დი­რო­ვი ავად­მყო­ფო­ბას და სი­ტუ­ა­ცი­ის დამ­ძი­მე­ბას თა­ვად იგო­ნებ­დეს, რად­გან უსაფრ­თხო­ე­ბის გამო, მე­ქა­ში წას­ვლის­გან თავს იკა­ვებ­და და ამი­ტო­მაც გა­ავ­რცე­ლა ხმე­ბი, თით­ქოს მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, პრი­გო­ჟი­ნის არ­შემ­დგა­რი ამ­ბო­ხე­ბის შემ­დეგ, ვაგ­ნე­რი და­შა­ლეს, მაგ­რამ მისი წევ­რე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით რუ­სეთ­ში არი­ან, მათ­ზე ძებ­ნაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და და­სა­კარ­გი არა­ფე­რი აქვთ. კა­დი­რო­ვე­ლე­ბი კი, მათ­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე არა­სა­სურ­ვე­ლი პერ­სო­ნე­ბი არი­ან, კა­დი­რო­ვი კი დიდი ხა­ნია მათი სა­მიზ­ნეა.

"შე­საძ­ლოა, ამი­ტო­მაც გა­მო­ტო­ვა მან და­ღეს­ტან­ში ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში გა­მო­ჩე­ნა, არა­და ჩეჩ­ნე­თის ლი­დერს ძა­ლი­ან უყ­ვარს ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან ფი­გუ­რად თა­ვის წარ­მო­ჩე­ნა, მით უფრო, პუ­ტი­ნის გვერ­დით... მას ან ეში­ნია, ან მარ­თლა ცუ­დად არის, სხვა შემ­თხვე­ვა­ში ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ გა­მო­ტო­ვებ­და" - წერს გა­მო­ცე­მა.

მის ავად­მყო­ფო­ბა­ზე ცნო­ბე­ბი 2019 წლი­დან ვრცელ­დე­ბა. კა­დი­როვ­მა მა­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ ძლი­ე­რი ორ­გა­ნიზ­მი აქვს და გა­დას­ხმე­ბი მხო­ლოდ ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დას­ჭირ­და. შემ­დეგ იგი­ვე ინ­ფორ­მა­ცია 2020 წელ­საც გავ­რცელ­და, რა დრო­საც დუ­მის დე­პუ­ტატ­მა შამ­სა­ილ სა­რა­ლი­ევ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მას ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მხო­ლოდ წვრილ­მა­ნი პრობ­ლე­მე­ბი აქვს და სა­ში­ში არა­ფე­რია.

myquiz