"რუსეთმა უკრაინაში საბრძოლო შესაძლებლობების თითქმის ნახევარი დაკარგა" - რას აცხადებს ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური? | Allnews.Ge

"რუსეთმა უკრაინაში საბრძოლო შესაძლებლობების თითქმის ნახევარი დაკარგა" - რას აცხადებს ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური?

რუსეთის არმიამ უკრაინაში საბრძოლო შესაძლებლობების თითქმის ნახევარი დაკარგა, მათ შორის ტანკების დანაკარგმა დაახლოებით 2.5 ათასი ერთეული შეადგინა, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ტონი რადაკინმა განაცხადა.

„რუსეთმა დაკარგა თავისი არმიის საბრძოლო შესაძლებლობების თითქმის ნახევარი. შარშან მან 10 მილიონი საარტილერიო ჭურვი გაისროლა, მაგრამ საუკეთესო შემთხვევაში, წელიწადში 1 მილიონი ჭურვის წარმოება შეუძლია. მან დაკარგა 2 500 ტანკი, საუკეთესო შემთხვევაში მას წელიწადში 200 ახალი ტანკის წარმოება შეუძლია“, - განაცხადა ტონი რადაკინმა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ დანაღმულმა ველებმა, უკრაინული ძალებისთვის საჰაერო თავდაცვის ნაკლებობამ და იმ სამხედრო აღჭურვილობის არასაკმარისად მიწოდებამ, რომელსაც კიევი ითხოვდა, კონტრშეტევა გაართულა.

ამასთან, მისი თქმით, უსამართლობაა უკრაინის კონტრშეტევისთვის კონკრეტული ვადების დაწესება და რომ კონტრშეტევა არის ზომების ერთობლიობა.

myquiz