მარადიული ახალგაზრდობისთვის ბრძოლა მადონას ძვირად უჯდება - მომღერალი რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს | Allnews.Ge

მარადიული ახალგაზრდობისთვის ბრძოლა მადონას ძვირად უჯდება - მომღერალი რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს

შაბათს 64 წლის ამერიკელი მომღერალი მადონა უგონო მდგომარეობაში ნიუ-იორკის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მომღერალს რეანიმაციული ღონისძიებები დასჭირდა, მათ შორის ინტუბირება და სასუნთქ აპარატზე მიერთება. რამდენიმე დღის განმავლობაში ვარსკვლავი მძიმე მდგომარეობაში იყო და მხოლოდ მაშინ, როცა გაუმჯობესება დაეტყო, ამის შესახებ საზოგადოებას მისმა მენეჯერმა გაი ოსირიმ განუცხადა. მომღერლის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების მიზეზად მან "სერიოზული ბაქტერიული ინფექცია" დაასახელა.

ახლა მადონას ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ ის კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. გამოჯანმრთელებას დრო დასჭირდება, ამიტომ ივლისში დაგეგმილი The Celebration საკონცერტო ტურნე, რომელიც ვარსკვლავის მუსიკალური კარიერის 40 წლის იუბილეს დაემთხვა, უნდა გადაიდოს.

„უკვე გვეგონა, რომ ვკარგავდით"

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადონას ინტენსიური თერაპია დასჭირდა, შოკი იყო მისი მილიონობით გულშემატკივრისთვის. რა შეიძლება დაემართოს მომღერალს, რომელიც, სოციალური ქსელებით თუ ვიმსჯელებთ, შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია, ენერგიულია და კარიერის გასაგრძელებლად ენთუზიაზმითაა სავსე. მადონამ ასაკის მიუხედავად, ძალიან ახალგაზრდად გამოიყურება, ჰოსპიტალიზაციამდე ერთი დღით ადრე მან სოციალურ ქსელებში კადრები გამოაქვეყნა, რომლებშიც საკმაოდ ჯანმრთელად გამოიყურებოდა.

მაგრამ ის, რაც მომღერალს შაბათს დაემართა, მისი ჯანმრთელობის სერიოზული გამოცდა იყო. როგორც მადონას ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა თქვა, ისინი „ყველაზე უარესისთვის ემზადებოდნენ“.

„ბოლო ორი დღე არავინ იცოდა, თუ რა მიმართულებით განვიტარდებოდა მოვლენები. ყველას ეშინოდა, რომ მისი დაკარგვის და ნამდვილად იყო ასეთი რისკი, ”- განუცხადა DailyMail -ს მომღერლის ახლობელმა.

"ის არ ეწეოდა მისი ასაკისთვის ცხოვრების ჯანსაღ წესს"

ვარსკვლავის პრესსამსახური არ აკონკრეტებს მადონას სამედიცინო ისტორიას. მომღერალთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ ის საათების განმავლობაში ტავდაუზოგავად მუშაობდა, რათა ტურნე სრულყოფილი გამოსულიყო, რეპეტიციებს კვირაში ექვს დღეს ატარებდა და "ყველას აოცებდა თავისი პერფექციონიზმით". იხილეთ სრულად

myquiz