"თავიდან მე ვაპირებდი ქმართან ერთად გამგზავრებას, ჩემი ადგილი დავუთმე"- "ტიტანზე" დაღუპული 19 წლის ბიჭის დედა | Allnews.Ge

"თავიდან მე ვაპირებდი ქმართან ერთად გამგზავრებას, ჩემი ადგილი დავუთმე"- "ტიტანზე" დაღუპული 19 წლის ბიჭის დედა

მსოფლიოს დიდხანს ვერ დაივიწყებს წყალქვეშა ხომალდის „ტიტანის“ კატასტროფას, რომელსაც 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის იყო პაკისტანელი მილიარდერი შაჰზადა დავუდი შვილთან, 19 წლის სულეიმანთან ერთად. დაღუპული მილიარდერის მეუღლემ ამ ტრაგიკულ მოგზაურობასა და ოჯახის წევრებთან ერთად გატარებულ უკანასკნელ წუთებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კრისტინ დაუდი გერმანიიდანაა, მომავალ მეუღლეს უნივერსიტეტში სწავლისას შეხვდა. 2001 წელს წყვილი დაქორწინდა, ორი შვილი შეეძინათ და ლონდონში დასახლდნენ. კრისტინი ოჯახურ ბიზნესს მართავს, დაკავებულია შემოქმედებითი და საქველმოქმედო საქმიანობით, ასევე ველური ბუნების ფოტოგრაფირებითაა გატაცებული.

დავუდების ოჯახი სრული შემადგენლობით გაემგზავრა ტიტანიკის ექსპედიციის დაწყების ადგილას. კრისტინი და დავუდების 17 წლის ქალიშვილი ალინა 48 წლის შაჰზადას და სულეიმანს აცილებდნენ.

დავუდების ოჯახში ყველანი სამეცნიერო ფანტასტიკით იყვნენ გატაცებული, ამიტომ დიდი ხანია ტიტანიკის ნამსხვრევების დასათვალიერებლად წყალქვეშა ხომალდით მოგზაურობას გეგმავდნენ. თუმცა 4 ათას მეტრ სიღრმეზე მოგზაურობას მხოლოდ მშობლები აპირებდნენ - შაჰზადამ რამდენიმე წლის წინაც დაჯავშნა OceanGate Expeditions-ში ადგილები, თუმცა მაშინ პანდემიამ შეუშალათ ხელი. იდეის განხორციელება წელს გადაწყვიტეს, მაგრამ ამჯერად ექსპედიციაში წასვლის სუვილი 19 წლის სულეიმანმა გამოთქვა. დედა იხსენებს, რომ ბიჭი უბრალოდ „იწვოდა“ ამ სურვილით. ამიტომ თავად უარი თქვა მონაწილეობაზე და ადგილი შვილს „დაუთმო“.

"ჩემი ქმარი და შვილი ორივე ოცნებობდა ტიტანიკის ნახვაზე, სიამოვნებით გავუცვალე ადგილი", - განუცხადა კრისტინ დაუდმა BBC-ს.

შაჰზადა წლების განმავლობაში შეპყრობილი იყო ჩაძირული ტიტანიკის ისტორიით და, როგორც ჩანს, ეს ინტერესი შვილსაც გადასდო. იხილეთ სრულად

myquiz