"ჩვენს მტრებს უნდოდათ, რომ რუსეთი სისხლიან სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩამხრჩვალიყო, ოცნებობდნენ ფრონტზე, მაგრამ ვერ გათვალეს"- რა განცხადება გააკეთა პუტინმა? | Allnews.Ge

"ჩვენს მტრებს უნდოდათ, რომ რუსეთი სისხლიან სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩამხრჩვალიყო, ოცნებობდნენ ფრონტზე, მაგრამ ვერ გათვალეს"- რა განცხადება გააკეთა პუტინმა?

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის მტრებს სურდათ, რომ რუსეთი სისხლიან დაპირისპირებაში ჩამხრჩვალიყო, მაგრამ ვერ გათვალეს.

„ზუსტად ასეთი შედეგი - ძმათამკვლელი ომი - უნდოდათ ჩვენს მტრებს: ნეონაცისტები კიევში და მათი დასავლელი მფარველები და სხვადასხვა სახის ნაციონალ-მოღალატეები. მათ უნდოდათ, რომ დაღუპულიყვნენ სამხედროები და მშვიდობიანი მოსახლეობა, ხოლო ჩვენი საზოგადოება გახლეჩილიყო, სისხლიან სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩამხრჩვალიყო. ისინი ოცნებობდნენ ფრონტზე და ე. წ. კონტრშეტევის მსვლელობის წარუმატებლობის რევანშზე, მაგრამ ვერ გათვალეს" , - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

myquiz