რა აჩვენა პრიგოჟინის ერთდღიანმა ამბოხმა? | Allnews.Ge

რა აჩვენა პრიგოჟინის ერთდღიანმა ამბოხმა?

ერ­თდღი­ა­ნი სამ­ხედ­რო ამ­ბო­ხე­ბა რუ­სეთ­ში 24 ივ­ნი­სის სა­ღა­მოს დას­რუ­ლე­ბუ­ლად გა­მო­ცხად­და. ყვე­ლა­ფე­რი კი ასე და­ი­წყო: 23 ივ­ნისს "ვაგ­ნე­რის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­მა რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და­ა­და­ნა­შა­უ­ლა გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი და­ნა­ყო­ფის ზურ­გის გან­ლა­გე­ბა­ზე თავ­დას­ხმა­ში, რა­საც, მისი მტკი­ცე­ბით, "ვაგ­ნე­რის" რი­გებ­ში დიდი მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. მან, ამას­თა­ნა­ვე, თავ­დაც­ვის უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ამ­ხი­ლა ათას­გვარ უკე­თუ­რო­ბა­ში და გა­ნა­ცხა­და, რომ მის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი 25 ათა­სი მებ­რძო­ლით მი­დი­ო­და მოს­კო­ვის­კენ, რათა აღედ­გი­ნა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა "ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ბო­რო­ტე­ბა".

ეს არ არის სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა, ეს არის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მარ­ში და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სვლა მოს­კო­ვის­კენ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის დას­ჯის მიზ­ნი­თო, - ამ­ბობ­და პრი­გო­ჟი­ნი. მოვ­ლე­ნე­ბი ძა­ლი­ან სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბო­და, პრი­გო­ჟი­ნი აცხა­დებ­და, რომ მის­მა მებ­რძო­ლებ­მა აი­ღეს როს­ტო­ვი, გა­ი­ა­რეს ვო­რო­ნე­ჟი... ვრცელ­დე­ბო­და მათ მიერ ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი ვერ­ტმფრე­ნე­ბის თუ ხელ­ში ჩაგ­დე­ბუ­ლი ია­რა­ღის სა­წყო­ბე­ბის ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლაც. მოს­კოვ­ში ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი რე­ჟი­მი გა­მო­ცხად­და, ქუ­ჩებ­ში გა­მოჩ­ნდა მძი­მე ტექ­ნი­კა, ხალ­ხს შინ დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დებ­დნენ. პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა "ვაგ­ნე­რი" ამ­ბო­ხის მცდე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და მათ ქმე­დე­ბას "ზურ­გში და­ნის დარ­ტყმა" უწო­და. რუ­სე­თის ეფ-ეს-ბემ ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აჯან­ყე­ბის­კენ მო­წო­დე­ბის ფაქ­ტზე. რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, პრი­გო­ჟინს 20 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბო­და.

yevgeny-prigozhin-rt-jef-230623-1687557260447-hpembed-16x9-992-38664-1687764318.jpg

ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად პრი­გო­ჟინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მებ­რძო­ლე­ბის რაზ­მებს, რომ­ლე­ბიც მოს­კო­ვის­კენ მი­ე­მარ­თე­ბოდ­ნენ და მის­გან 200 კი­ლო­მეტრში იყ­ვნენ, უკან აბ­რუ­ნებ­და. "დად­გა მო­მენ­ტი, როცა სის­ხლი შე­იძ­ლე­ბა და­იღ­ვა­როს. მეს­მის მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ამი­ტომ ჩვენ კო­ლო­ნებს უკან ვაბ­რუ­ნებთ და მივ­დი­ვართ უკან, სა­ვე­ლე ბა­ნა­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. გეგ­მის თა­ნახ­მად", - თქვა მან.

კრემ­ლის პრესს­პი­კერ­მა დმიტ­რი პეს­კოვ­მა კი 24 ივ­ნისს გა­ნა­ცხა­და, კერ­ძო სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბა "ვაგ­ნე­რის" მე­თა­უ­რი ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნი, რო­მელ­ზეც სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა, ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა და ბე­ლა­რუს­ში წავა, თან გან­მარ­ტა, რომ შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ეს ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენტ ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კოს შუ­ა­მავ­ლო­ბით, რათა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო სამ­ხედ­რო ამ­ბო­ხე­ბა. კრემ­ლის გან­ცხა­დე­ბით, "ვაგ­ნე­რის" მებ­რძო­ლებს არ მის­ცე­მენ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მათი დამ­სა­ხუ­რე­ბის აღი­ა­რე­ბის ნიშ­ნად.მოკ­ლედ, ამო­უხ­სნე­ლია ამ ერ­თდღი­ა­ნი ამ­ბო­ხის აზრი და მი­ზა­ნი, თუმ­ცა ამან აჩ­ვე­ნა, რომ რუ­სეთ­ში გვა­რი­ა­ნად არის არე­უ­ლი მო­ნას­ტე­რი. მომ­ხდარს გაზ­ეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" აფა­სებს ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი:

- ის, რაც რუ­სეთ­ში მოხ­და და რაც, ჩემი აზ­რით, გარ­კვე­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის მხო­ლოდ და­სა­წყი­სია და გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ის­ტო­რი­უ­ლი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბით. ნე­ბის­მი­ე­რი ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მი ერ­თგვარ მით­ზე დგას - ეს არის სა­კუ­თა­რი უძ­ლე­ვე­ლო­ბი­სა და შე­უმცდა­რო­ბის მითი. რო­გორც კი ის ნგრე­ვას იწყებს, ეს სა­ბო­ლო­ოდ გა­და­დის სის­ტე­მის შიგ­ნით და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, ანუ რო­გორც კი მსა­ხუ­რე­ბი უზე­ნა­ე­სის უძ­ლე­ვე­ლო­ბა­ში შე­ი­ტა­ნენ ეჭვს, თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა­ზე ზრუნ­ვას იწყე­ბენ და ვი­საც ამის რე­სურ­სი აქვს, ამ პრო­ცე­სის ინი­ცი­ა­ტო­რიც ის ხდე­ბა. ამ ეტაპ­ზე ეს აღ­მოჩ­ნდა პრი­გო­ჟი­ნი, მან ბრძო­ლა და­ი­წყო თა­ვის გა­დარ­ჩე­ნის­თვის.

გვინ­დო­და ეს და­პი­რის­პი­რე­ბა ყო­ფი­ლი­ყო უფრო მას­შტა­ბუ­რი და რუ­სე­თის­თვის უფრო მე­ტად და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი, მაგ­რამ ჯერ ეს არ მოხ­და მხო­ლოდ ერთი მი­ზე­ზით - როცა ორი­ვე მხა­რე ნა­ძი­რა­ლაა, მათ შო­რის გა­რი­გე­ბის შან­სი ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს და ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში სწო­რედ ეს მოხ­და. მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის და­სას­რუ­ლი არ არის მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი. თუნ­დაც პრი­გო­ჟი­ნის ეს ბუნ­ტი და "ვაგ­ნე­რის" რე­ი­დი მოს­კო­ვამ­დე აჩ­ვე­ნებს, რომ იმ­პე­რია უკვე შუ­შის ფე­ხებ­ზე დგას და, ადრე თუ გვი­ან, მო­სახ­დე­ნი მოხ­დე­ბა. რო­დე­საც სის­ტე­მა ზრდის ურჩხულს, ის ბო­ლოს აუ­ცი­ლებ­ლად შე­ჭამს თა­ვის შემ­ქმნელს. პუ­ტი­ნის რე­ჟი­მი სწო­რედ ამ გზას ად­გას და პრი­გო­ჟინ­მა სწო­რედ ეს აჩ­ვე­ნა. იხილეთ სრულად

myquiz