ოქროს ზოდები, ფულით სავსე ჩანთები, პასპორტები პრიგოჟინის ფოტოთი და სხვადასხვა სახელებით - რა იპოვეს "ვაგნერის" ხელმძღვანელის შტაბის ჩხრეკისას | Allnews.Ge

ოქროს ზოდები, ფულით სავსე ჩანთები, პასპორტები პრიგოჟინის ფოტოთი და სხვადასხვა სახელებით - რა იპოვეს "ვაგნერის" ხელმძღვანელის შტაბის ჩხრეკისას

"ვაგ­ნე­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლის, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის შტა­ბის ჩხრე­კი­სას იპო­ვეს ოქ­როს ზო­დე­ბი, რამ­დე­ნი­მე პას­პორ­ტი პრი­გო­ჟი­ნის ფო­ტო­ე­ბით, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლე­ბით, ასე­ვე პრი­გო­ჟი­ნის სა­ხე­ლით და სხვა ადა­მი­ა­ნის ფო­ტო­თი.

ნა­პოვ­ნია დიდი რა­ო­დე­ნო­ბით "უც­ნო­ბი თეთ­რი ფხვნი­ლი", დო­ლა­რე­ბით სავ­სე ჩან­თე­ბი და ია­რა­ღე­ბი.

ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის გა­მო­ცე­მა Фонтанка-მ გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­საც თან ერ­თვო­და შე­სა­ბა­მი­სი ფო­ტო­ე­ბი.

zodebi1-37191-1687677261.jpeg

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გა­მო­ცე­მამ ეს ამ­ბა­ვი წა­შა­ლა, თუმ­ცა წაშ­ლის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია.

გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ნათ­ქვა­მი იყო, რომ იპო­ვეს ხუთი ოქ­როს ზოდი, რო­მელ­თა­გან თი­თო­ე­უ­ლი 1 კი­ლოგ­რამს იწო­ნი­და. აღ­მო­ა­ჩი­ნეს ასე­ვე "უც­ნო­ბი თეთ­რი ფხვნი­ლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­ო­დე­ნო­ბა“.

zodebi3-37191-1687677274.jpeg

zodebi4-37192-1687677287.jpeg

ცნო­ბის­თვის, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­სა და რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას შო­რის დიდი ხა­ნია და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო.

23 ივ­ნისს პრი­გო­ჟინ­მა რუ­სე­თის თავ­დაც­ვის მი­ნისტრს სერ­გეი შო­ი­გუს "ვაგ­ნე­რის" და­ბომბვა­ში დას­დო ბრა­ლი, რის შემ­დე­გაც გა­ნა­ცხა­და, რომ მებ­რძო­ლებ­თან ერ­თად შო­ი­გუ­სა და ვა­ლე­რი გე­რა­სი­მო­ვის მო­სა­ძებ­ნად მი­დი­ო­და. ის მოს­კო­ვის მოს­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ი­წევ­და. რუ­სულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ელი­ტამ პრი­გო­ჟი­ნის ქმე­დე­ბე­ბი ღა­ლა­ტად და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბად შე­ა­ფა­სა. მის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრეს სის­ხლის სა­არ­თლის საქ­მე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პრი­გო­ჟინ­თან მტე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბას ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტი, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო აწარ­მო­ებ­და. ლუ­კა­შენ­კოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ცნო­ბით, "ვაგ­ნე­რის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ლუ­კა­შენ­კოს წი­ნა­და­დე­ბას და­თან­ხმდა

"ამ მო­მენ­ტის­თვის მა­გი­და­ზეა სი­ტუ­ა­ცი­ის მოგ­ვა­რე­ბის მომ­გე­ბი­ა­ნი და მი­სა­ღე­ბი ვა­რი­ან­ტი, "ვაგ­ნე­რის“ კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ის მებ­რძო­ლე­ბის­თვის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბით“, - ნათ­ქვა­მი იყო ლუ­კა­შენ­კოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში, თუმ­ცა უც­ნო­ბია, კონ­კრე­ტუ­ლად რაზე შე­თან­ხმდნენ მხა­რე­ე­ბი.

ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, გავ­რცელ­და პრი­გო­ჟი­ნის გან­ცხა­დე­ბაც:

“ვაგ­ნე­რის” კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნი­ის დაშ­ლა სურ­დათ. 23 ივ­ნისს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მარ­შზე გა­მო­ვე­დით. ერთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­დე­ნი გა­ვი­ა­რეთ, რომ მოს­კო­ვამ­დე 200 კი­ლო­მეტრში ვართ. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ ჩვე­ნი მებ­რძო­ლე­ბის სის­ხლის ერთი წვე­თის არ დავღვა­რეთ.ახლა ისე­თი მო­მენ­ტი დად­გა, რო­დე­საც სის­ხლი შე­საძ­ლოა და­იღ­ვა­როს. ამი­ტომ, ვი­ნა­ი­დან სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გვეს­მის იმის­თვის, რომ რუ­სუ­ლი სის­ხლი და­იღ­ვრე­ბა ერთ-ერთი მხრი­დან, ჩვენ ვტრი­ალ­დე­ბით და სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ვე­ლე ბა­ნა­კებ­ში ვბრუნ­დე­ბით გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად,” - გა­ნა­ცხა­და პრი­გო­ჟინ­მა.

კრემ­ლის სპეს­პი­კე­რის, დი­მიტ­რი პეს­კო­ვის გან­ცხა­დე­ბით, "ვაგ­ნე­რის" ხელ­მძღვა­ნელ­ზე შე­წყა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე და პრი­გო­ჟი­ნი ბე­ლა­რუს­ში გა­მეგ­ზავ­რე­ბა.

myquiz