ევგენი პრიგოჟინის ამბოხებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა- რას აცხადებს „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“? | Allnews.Ge

ევგენი პრიგოჟინის ამბოხებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა- რას აცხადებს „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“?

კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. ლუკაშენკოს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში და პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა, - ამის შესახებ ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.

ანალიტიკოსების შეფასებით, ამბოხებამ აჩვენა ვლადიმერ პუტინის უუნარობა, შიდა საფრთხის მოსაგერიებლად თავისი ძალები დროულად გამოიყენოს.

„ამბოხებამ გამოავლინა რუსეთის უსაფრთხოების ძალების სისუსტე და აჩვენა პუტინის უუნარობა, გამოიყენოს თავისი ძალები დროულად შიდა საფრთხის მოსაგერიებლად და კიდევ უფრო დაანგრია მისი მონოპოლია ძალაზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ანალიტიკოსების შეფასებით, რიგოჟინის სწრაფმა მსვლელობამ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ნებისმიერი ფიგურის, სახელმწიფო საწარმოს და რუსეთის მთავრობის სხვა საკვანძო ფიგურების ყურადღება მიმართა იმ ფაქტისკენ, რომ სახელმწიფოსგან განცალკევებულ კერძო სამხედრო ძალებს შეუძლიათ შთამბეჭდავი შედეგების მიღწევა.

myquiz