"საზღვრები დასაცავია... გვერდით ჩრდილო კავკასიაა, კადიროვით და პოტენციური უამრავი დამშეული და დაუნდობელი რუსი ლტოლვილით" - ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას | Allnews.Ge

"საზღვრები დასაცავია... გვერდით ჩრდილო კავკასიაა, კადიროვით და პოტენციური უამრავი დამშეული და დაუნდობელი რუსი ლტოლვილით" - ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას

რუ­სე­თი სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის ზღვარ­ზეა. მოვ­ლე­ნე­ბი მას შემ­დეგ გამ­წვავ­და, რაც კერ­ძო სამ­ხედ­რო კომ­პა­ნია "ვაგ­ნე­რის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­მა რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო მისი სამ­ხედ­რო ქვე­და­ნა­ყო­ფის ბა­ნა­კებ­ზე სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა­ში და­ა­და­ა­ნა­შა­უ­ლა.

პრი­გო­ჟინ­მა შუ­რის­ძი­ე­ბა და­ა­ა­ნონ­სა, რის შემ­დე­გაც მოს­კოვ­ში ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და სატ­რან­სპორ­ტო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა გაძ­ლი­ე­რე­ბულ დაც­ვის კონ­ტროლ­ზე გა­და­ვი­და. ქუ­ჩებ­ში გა­მო­ვიდ­ნენ "ომო­ნი­სა" და "სობ­რის" სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მე­ბი. ასე­ვე "ვაგ­ნე­რის” ლი­დე­რის ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ, ჯავ­შან­ტექ­ნი­კა გა­მოჩ­ნდა როს­ტო­ვის ქუ­ჩებ­ში და ად­გილ­ზე გეგ­მა “ცი­ხე­სი­მაგ­რე” გა­მო­ცხად­და.

ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "ვაგ­ნე­რის" კონ­ტრო­ლის ქვე­შაა როს­ტო­ვი და ვო­რო­ჟი­ნი.

მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე ცოტა ხნის წინ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ და მთავ­რო­ბას მო­უ­წო­და მო­იწ­ვი­ოს უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭო და და­იც­ვას ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი. (წა­ი­კი­თხეთ: "მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, მო­იწ­ვი­ოს უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭო... დრო­ე­ბით ჩა­ი­კე­ტოს სა­ზღვრე­ბი რუ­სეთ­თან. საფრ­თხე რე­ა­ლუ­რია!" - გი­ორ­გი გა­ხა­რია)

თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი თინა ხი­და­შე­ლი აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს:

"სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ რაო? ან თავ­დაც­ვამ? ან სუს­მა? უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭო? სა­ზღვრე­ბი?ფრე­ნე­ბი?არ ვიმ­ჩნევთ თუ ჩანს სი­ცო­ცხლის ნი­შა­ნი ინ­გო­როყ­ვა­ზე?" - წერს ხი­და­შე­ლი.

ანა­ლო­გი­ურ აზ­რზეა ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წი­ლიც. ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე თვლის, რომ სა­ჭი­როა სა­ზღვრე­ბის დაც­ვა და სას­წრა­ფოდ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მოწ­ვე­ვა:

ექ­სპერ­ტი ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე: სას­წრა­ფოდ მო­იწ­ვი­ეთ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა: სა­ზღვრე­ბი და­სა­ცა­ვია, გვერ­დით ჩრდი­ლო კავ­კა­სი­აა კა­დი­რო­ვით და პო­ტენ­ცი­უ­რი უამ­რა­ვი დამ­შე­უ­ლი და და­უნ­დო­ბე­ლი რუსი ლტოლ­ვი­ლი.

სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი, გი­ორ­გი თავ­დგი­რი­ძე: სად არის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცია?სამ­ხრეთ რუ­სეთ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებ­თან ახ­ლოს, გა­ურ­კვე­ვე­ლი სამ­ხედ­რო მიზ­ნე­ბის მქო­ნე 25 ათა­სი­ა­ნი დაჯ­გუ­ფე­ბა, ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ტრო­ლი­დან გა­მო­ვი­და, არის საბ­რძო­ლო შე­ტა­კე­ბე­ბი. ჩა­მოგ­დე­ბუ­ლია რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ორი ვერ­ტმფრე­ნი. მთა­ვა­რი შე­კი­თხვა: რას ვშვე­ბით ჩვენ? რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია და­გეგ­მი­ლი და გა­ტა­რე­ბუ­ლი? რას ვე­უბ­ნე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას და რო­გორ ვუზ­რუნ­ველ­ყოფთ მათ უსაფრ­თხო­ე­ბას?

myquiz