" ვიღას ახსოვს უკრაინა" - რუსეთი პანიკამ მოიცვა: რას ამბობენ ადგილობრივები? | Allnews.Ge

" ვიღას ახსოვს უკრაინა" - რუსეთი პანიკამ მოიცვა: რას ამბობენ ადგილობრივები?

რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი მუ­ქა­რის შემ­დეგ, კერ­ძო სამ­ხედ­რო დაჯ­გუ­ფე­ბა "ვაგ­ნე­რის" ხელ­მძღვა­ნელს, ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­სა და რუ­სე­თის სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ინ­სტი­ტუტს "როსგვარ­დი­ას" შო­რის პირ­ვე­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი შე­ტა­კე­ბაც მოხ­და. რუ­სუ­ლი ან­ტიკ­რემ­ლის­ტუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ნა­წი­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს მოს­კო­ვი-როს­ტო­ვის ტრა­სა­ზე, და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტს კა­ზა­ჩი ლა­გე­რი­ას­თან და­უ­პი­რის­პირ­დნენ, "ვაგ­ნერ­მა" "როსგვარ­დია" უკუ­აქ­ცია, თუმ­ცა რო­გორც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო მხა­რე ამ­ბობს, დრო­ე­ბით, რად­გან ევ­გე­ნი პრი­გო­ჟი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აჯან­ყე­ბის მო­წყო­ბის ბრალ­დე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა.

პრი­გო­ჟინ­სა და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, შო­ი­გუ­სა და მის გე­ნე­რა­ლი­ტეტ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა, უკ­რა­ი­ნის ომის პა­რა­ლე­ლუ­რად და­ი­წყო და ამის შე­სა­ხებ არა­ერ­თხელ დაგ­ვი­წე­რია. 23 ივ­ნისს, დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, პრი­გო­ჟინ­მა გა­ავ­რცე­ლა მი­მარ­თვა, რო­მელ­შიც ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს "ვაგ­ნე­რის" ბა­ნა­კებ­ზე სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. ტე­ლეგ­რამ არხზე "პრი­გო­ჟი­ნის პრეს­სამ­სა­ხუ­რის" აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი გაჩ­ნდა.

"მოგ­ვა­ტყუ­ეს და ცდი­ლობ­დნენ სა­კუ­თა­რი სახ­ლე­ბის დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა წა­ერ­თმი­ათ. მზად ვი­ყა­ვით თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან დათ­მო­ბებ­ზე წავ­სუ­ლი­ყა­ვით, გა­მო­სა­ვა­ლი გვე­პო­ვა, თუ რო­გორ გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა ქვეყ­ნის დაც­ვა. მაგ­რამ ეს ნა­ძი­რა­ლე­ბი არ გა­ჩერ­დნენ... მე­ტიც, რო­დე­საც და­ი­ნა­ხეს, რომ მა­ინც არ გავ­ტყდით (ის ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის სიმ­ცი­რეს გუ­ლის­ხმობს, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­ვე კვი­რაა გე­ნე­რა­ლურ შტაბს სთხოვს) ჩვენს ბა­ნა­კებ­ზე, სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. გვაქვს დიდი მსხვერ­პლი, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ან მეტი და­ღუ­პუ­ლი...

rostovi-29881-1687592692.jpg

როს­ტო­ვი ახლა

ამი­ტომ, სა­პა­სუ­ხო ზო­მე­ბის მი­ღე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. ბო­რო­ტე­ბა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას მო­აქვს, უნდა შე­ვა­ჩე­როთ. ვი­თხოვ, არა­ვის გა­უ­წი­ოთ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა. ყვე­ლა ვინც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გაგ­ვი­წევს, ამას საფრ­თხედ მი­ვი­ღებთ!" - თქვა პრგო­ჟინ­მა.

პუ­ტი­ნის მარ­ჯვე­ნა ხე­ლის თქმით, მის გან­კარ­გუ­ლე­ბის ქვეშ 25 ათა­სი მებ­რძო­ლია და ყვე­ლა მსურ­ველს, მათ შო­რის რე­გუ­ლა­რუ­ლი არ­მი­ის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს, შე­უძ­ლი­ათ, შე­უ­ერ­თდნენ მათ.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო სა­პა­სუ­ხოდ აცხა­დებს, რომ პრი­გო­ჟი­ნის სა­ხე­ლით სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა გზავ­ნი­ლი და ვი­დე­ო­მა­სა­ლა "ვაგ­ნე­რის" ბა­ნა­კებ­ზე დარ­ტყმის შე­სა­ხებ, მხო­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ულ პრო­ვო­კა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს. იხილეთ სრულად

myquiz