"პრიგოჟინმა როსტოვზე კონტროლი დაამყარა, ჯერი ვორონეჟზეა" - პუტინის ძველი მეგობარი მოსკოვს უახლოვდება: რა სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
მოქმედებები ელვის სისწრაფით ვითარდება, რუსეთის სამხრეთ ნაწილის არაოფიციალური დედაქალაქის, დონის როსტოვის ცენტრში პრიგოჟინის "ვაგნერის" ტანკები და მებრძოლები პოზიციებს იკავებენ, ალყაშემორტყმული აქვთ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბი, ასევე შსს-სა და "ეფ-ეს-ბეს" შენობები...
პრიგოჟინის "ვაგნერმა" როსტოვისკენ გალაშქრება გასულ ღამეს, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მას "ვაგნერის" ზურგის ბაზა დაუბომბეს...
...დაუბომბეს არა უკრაინელებმა, არამედ რუსეთის თავდაცვის მინისტრის შოიგუს ბრძანებით თავად რუსეთის არმიის დანაყოფებმა - ყოველ შემთხვევაში ასეთი სენსაციური განცხადება გააკეთა თავად პრიგოჟინმა 23 ივნისის საღამოს და შოიგუს "მოსაძებნად" თავისი მებრძოლები როსტოვისკენ დაძრა...
როსტოვის ცენტრში კი ნამდვილად სურეალისტური სურათი იქმნება - "ვაგნერის" მებრძოლები როსტოვის ქუჩებში ქვაფენილებზე იკავებენ საცეცხლე პოზიციებს, ხოლო როსტოველები მათ თავზე ადგანან და მობილური ტელეფონებით წარმოუდგენელ ფოტოვიდეოკადრებს უღებენ, ხოლო იქვე ათიოდე მეტრში ბორდიურზე მშვიდად სხედან რუსეთის არმიის რეგულარული დანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებსაც კარგად ეტყობათ, რომ არავითარი სურვილი არ გააჩნიათ შეებრძოლონ "ვაგნერელებს"...
თუმცა, ოკუპირებული დონეცკის ოლქიდან აღმოსავლეთით, როსტოვისკენ 60 კმ-იან მარშ-გადასროლისას "ვაგნერის" ჯავშანკოლონა რუსეთის ავიაციამ დაბომბა, პრიგოჟინმა კი თავი ორი რუსული შვეულმფრენის ჩამოგდებით მოიწონა...
ე.ი. სისხლი უკვე დაიღვარა იმ რუს მებრძოლებს შორის, რომლებიც ორიოდე დღის წინ ჯერ კიდევ ერთად უტევდნენ უკრაინელებს და ნიშნავს ეს თუ არა, რომ რუსეთში სამოქალაქო ომი იწყება?...წაიკითხეთ სრულად