ექსპერტთა თქმით, დაკარგულ ნავზე მყოფებს ჟანგბადის მარაგი უკვე ამოეწურებოდათ, თუმცა ოკეანიდად "იმედისმომცემი ხმები" ისმის - ყველა სიახლე "ტიტანის" ძებნის სამუშაოებზე | Allnews.Ge

ექსპერტთა თქმით, დაკარგულ ნავზე მყოფებს ჟანგბადის მარაგი უკვე ამოეწურებოდათ, თუმცა ოკეანიდად "იმედისმომცემი ხმები" ისმის - ყველა სიახლე "ტიტანის" ძებნის სამუშაოებზე

ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ში და­კარ­გუ­ლი წყალ­ქვე­შა ტუ­რის­ტუ­ლი ნა­ვის, "ტი­ტა­ნის“ ძებ­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა, თუმ­ცა ამ დრომ­დე და­კარ­გუ­ლე­ბის პოვ­ნას მაშ­ვე­ლე­ბი ვერ ახერ­ხე­ბენ. სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ წყალ­ქვე­შა ნა­ვის ბორტზე მყოფ­თათ­ვის ჟანგბა­დი ამე­რი­კის დრო­ით, 07:18 სა­ათ­ზე ამო­ი­წუ­რე­ბო­და.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ვე­ლი. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი კი­დევ უფრო აქ­ტი­უ­რად გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი ტექ­ნი­კით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მაშ­ვე­ლე­ბის შე­სა­ბა­მის­მა ტექ­ნი­კამ ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნი­დან "უც­ნო­ბი ობი­ექ­ტი­დან" მო­მა­ვა­ლი ხმა რამ­დენ­ჯერ­მე და­ა­ფიქ­სი­რა. და­ზუს­ტე­ბით არ იცი­ან ეს ხმე­ბი და­კარ­გულ წყალ­ქვე­შა ნავს უკავ­შირ­დე­ბა თუ არა. ერთ-ერთი ხმა ჩა­ძი­რუ­ლი "ტი­ტა­ნი­კის" ად­გი­ლი­დან მო­დი­ო­და, ამი­ტო­მაც ამ ად­გი­ლას ძებ­ნის სა­მუ­შაო კი­დევ უფრო ინ­ტენ­სი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

კა­მე­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი დის­ტან­ცი­უ­რი მარ­თვის ტექ­ნი­კით 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ზღვის ფსკე­რის სკა­ნი­რე­ბა.

ოკე­ა­ნი­დან მო­მა­ვალ ხმებს მაშ­ვე­ლე­ბი იმე­დის­მომ­ცემს უწო­დე­ბენ, მაგ­რამ აშშ-ის სა­ზღვაო ძა­ლე­ბის ატო­მუ­რი წყალ­ქვე­შა ნა­ვის ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რი დე­ვიდ მა­რე­ტი ამ­ბობს, რომ ბოლო სა­ა­თებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი იმე­დის­მომ­ცე­მი ხმე­ბი შე­საძ­ლოა, "ტი­ტა­ნის" წყალ­ქვე­შა ნა­ვი­დან არ მო­დი­ო­დეს. კა­პი­ტა­ნი მარ­კე­ტი თვლის, რომ ბორტზე მყოფ­თა გა­დარ­ჩე­ნის შან­სი და­ბა­ლია. იხილეთ სრულად

myquiz