მაშველებმა, რომლებიც გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავს ეძებენ, უცნობი ობიექტიდან მომავალი ხმები დააფიქსირეს - რა ახალი ცნობები ვრცელდება "ტიტანის" შესახებ? | Allnews.Ge

მაშველებმა, რომლებიც გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავს ეძებენ, უცნობი ობიექტიდან მომავალი ხმები დააფიქსირეს - რა ახალი ცნობები ვრცელდება "ტიტანის" შესახებ?

მაშ­ვე­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც ატ­ლან­ტის ოკე­ან­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ წყალ­ქვე­შა ნავს, "ტი­ტანს" ეძე­ბენ, წყლის ქვეშ, უც­ნო­ბი ობი­ექ­ტი­დან მო­მა­ვა­ლი ხმე­ბი და­ა­ფიქ­სი­რეს, თუმ­ცა უც­ნო­ბია წყა­რო, სა­ი­და­ნაც ეს ხმე­ბი მო­დის.

ხმე­ბი იმ არე­ა­ლი­დან მო­დის, სა­დაც ნავი და­ი­კარ­გა.

აშშ-ის სა­ნა­პი­რო დაც­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხმე­ბი აღიქ­ვა კა­ნა­დურ­მა P-3-ის ტი­პის ვერ­ტმფრენ­მა. მას ახლა აშშ-ის სა­ზღვაო ძა­ლე­ბის ექ­სპერ­ტე­ბი აა­ნა­ლი­ზე­ბენ.

titani-44350-1687333269.jpg

და­კარ­გულ ნავ­ზე ხუთი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა და ექ­სპერტთა გა­მოთ­ვლით, მათ 30 სა­ა­თის ჟანგბა­დის მა­რა­გი ექ­ნე­ბათ დარ­ჩე­ნი­ლი.

სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უფრო და უფრო ფარ­თოვ­დე­ბა, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე, გარ­და "ამო­უც­ნო­ბი წყა­რო­დან მო­მა­ვა­ლი ხმე­ბი­სა“, ხელ­ჩა­სა­ჭი­დი არა­ფე­რი აქვთ.

ცნო­ბის­თვის, 19 ივ­ნისს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კა­ნა­და­ში, ნი­უ­ფა­უნდლენ­დის სა­ნა­პი­როს­თან, "ტი­ტა­ნი­კის" ნამ­სხვრე­ვე­ბის სა­ნა­ხა­ვად ექ­სპე­დი­ცი­ა­ში წა­სუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი წყალ­ქვე­შა ნავი გა­უ­ჩი­ნარ­და. იხილეთ სრულად