ბელარუსები ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხისთვის ემზადებიან - რას წერს მედია? | Allnews.Ge

ბელარუსები ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხისთვის ემზადებიან - რას წერს მედია?

ბე­ლა­რუ­სე­ბი ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ამ­ბო­ხის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან.

The Sunday Times-ის მტკი­ცე­ბით, პო­ლო­ნეთ­ში ბე­ლა­რუ­სი მებ­რძო­ლე­ბის დიდი ჯგუ­ფის მომ­ზა­დე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია.

ასე­ვე სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბის პრო­ცესს ბე­ლა­რუ­სის ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის ყო­ფი­ლი ოფიც­რე­ბი ატა­რე­ბენ - Bypol-ი, რომ­ლე­ბიც ლუ­კა­შენ­კოს რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დი­ან. მო­ხა­ლი­სე­ებს მო­მა­ვალ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად ამ­ზა­დე­ბენ.

გა­მო­ცე­მის რეს­პონ­დენ­ტე­ბის თქმით, 2020 წლის პრო­ტეს­ტებ­მა ვერ გა­მო­ი­ღო შე­დე­გი იმის გამო, რომ ხალ­ხს კარ­გად გაწ­ვრთნი­ლი და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბი უპი­რის­პირ­დე­ბოდ­ნენ.

რო­გორც მე­დია წერს, ბე­ლა­რუ­სი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ მომ­დევ­ნო ჯერ­ზე ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად იქ­ნე­ბა - მაგ­რამ ამის­თვის სა­ჭი­როა ისე­თი მო­მენ­ტის მო­ძებ­ნა, როცა რუ­სე­თი ვერ შეძ­ლებს ჩა­რე­ვას.

The Sunday Times-ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ბე­ლა­რუ­სი მებ­რძო­ლე­ბის ვარ­ჯიშს და­ეს­წრნენ, რო­მე­ლიც ქა­ლაქ პოზ­ნან­ში პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­და, თუმ­ცა, Bypol-ის ცნო­ბით, სხვა ჯგუ­ფე­ბი პო­ლო­ნეთ­ში უკვე რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დი­ან მომ­ზა­დე­ბას, ხოლო ახალ­წვე­უ­ლე­ბი ასო­ბით მო­დი­ან.

myquiz