ატლანტიკის ოკეანეში გაუჩინარდა წყალქვეშა ნავი, რომელსაც „ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილას ტურისტები გადაჰყავდა - რა ვიცით მომხდარზე? | Allnews.Ge

ატლანტიკის ოკეანეში გაუჩინარდა წყალქვეშა ნავი, რომელსაც „ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილას ტურისტები გადაჰყავდა - რა ვიცით მომხდარზე?

ატლანტიკის ოკეანეში გაუჩინარდა წყალქვეშა ნავი, რომელსაც „ტიტანიკის“ ჩაძირვის ადგილას ტურისტები გადაჰყავდა. დაწყებულია სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა წყალქვეშა აპარატში. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ხომალდზე ხუთი ადამიანი- კაპიტანი, გიდი და სამი ტურისტი იმყოფებოდა. კომპანია Ocean Gate Expeditions-მა დაადასტურა „ტიტანიკის“ დაღუპვის ადგილას ჩაშვებისთვის განკუთვნილი წყალქვეშა აპარატის გაუჩინარება.

8de88bef-e759-4cd6-aae7-1868256b2273-600x337-1687235840.webp

საექსპედიციო კომპანიაში განაცხადეს, რომ ხომალდს წყალქვეშ ყოფნა დაახლოებით 96 საათის განმავლობაში შეუძლია, თუმცა უცნობია, წყალქვეშა ნავი ისევ წყლის ქვეშაა თუ ზედაპირზე ამოცურა და ხმელეთთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.

myquiz