მას ფულს იმაში უხდიან, რომ რაც შეიძლება მეტი ჭამოს- დედა კი გასუქებაში ეხმარება შვილს, რომელიც უკვე 200 კილოგრამზე მეტს იწონის | Allnews.Ge

მას ფულს იმაში უხდიან, რომ რაც შეიძლება მეტი ჭამოს- დედა კი გასუქებაში ეხმარება შვილს, რომელიც უკვე 200 კილოგრამზე მეტს იწონის

ხშირად ისეც ხდება, რომ მშობლები დამხმარეების და გზის გამანათებლების ნაცვლად, მტრებად ექცევიან შვილებს. სწორედ ასეთი შემთხვევის შესახებ გიამბობთ.

ეს ამერიკელი კეიტლინ ფინლია, რომელიც 7 წლისა უკვე 54 კილოგრამს იწონიდა. თუმცა მაშინ დაცინვისა და ბულინგის გამო ბევრს ნერვიულობდა. თუმცა 16 წლის იყო, როცა ინტერნეტში აღმოაჩინა საიტი, სადაც დიდწონიანი ადამიანები თავიანთ ფოტოებს უზიარებდნენ მსურველებს. განსაკუთრებით მოიხიბლა 273-კილოგრამიანი მოდელით, რომელიც, მისი თქმით, ძალიან ლამაზი იყო და უამრავი გამომწერი ჰყავდა. გოგონამ სიახლე დედას გაუზიარა, რომელიც უცებ აღფრთოვანდა იდეით და დაიწყო შვილის ფოტოების გადაღება.

obese-model-paid-to-eat-435802-1686728698.webp

18 წლის კეიტლინმა კალიკო ბომბშელის ფსევდონიმი აიღო და დაიწყო ფოტომოდელობა. აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი მსურველი იყო საიტზე, ვისაც აინტერესებდა მისი ფოტოები, სულ მალე კი ისინიც გამოჩნდნენ, ვინც რატომღაც სიამოვნებას იღებდა იმის ცქერით, თუ როგორ ჭამდა კეიტლინი. ასე ნელ-ნელა იქცა ის ვლოგერადაც და თანაც, დაისახა მიზნად, რაც შეიძლება მეტი წონა აეკრიფა, რომ სულ უფრო არასტანდარტული ფოტოები და ვიდეოები გადაეღო. დედაც მხარს უბამდა და ახლაც ხელს უწყობს ქალიშვილს, გამუდმებით ამხნევებს, რომ ის ძალიან ლამაზია და ასე გააგრძელოს...

ასე გაგრძელება კი იმას ნიშნავს, რომ კეიტლინი დღეში 10 ათას კალორიაზე მეტს იღებს, შეუძლია ორი პიცა, რამდენიმე ბურგერი და ფრი ერთ კვებაზე მიირთვას პირდაპირ ეთერში. უკვე 200 კილოგრამს გადაცდა და ამბობს, რომ კიდევ აპირებს გასუქებას. იხილეთ სრულად

myquiz