უკრაინამ ბოლო ერთ კვირაში 7 დასახლება გაათავისუფლა- რას აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი?
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შეტევითი ოპერაციის დროს დონეცკისა და ტავრის ოპერაციულ რაიონებში 7 დასახლება გათავისუფლდა. მათივე ცნობით, შეტევითი ჯგუფის ჯარების საერთო წინსვლა 6,5 კმ, ხოლო კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის ფართობი 90 კვადრატული მეტრი იყო.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყნის სამხრეთში ახლა სასტიკი ბრძოილები მიმდინარეობს, თუმცა უკრაინა წინ მიიწევს.
"მტრის დანაკარგები ზუსტად ის არის, რაც ჩვენ გვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში ამინდი არახელსაყრელია - წვიმა ართულებს ჩვენს ამოცანას - ჩვენი მეომრების სიძლიერე მაინც იძლევა შედეგს და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ახლა ბრძოლაშია, ყველას, ვინც მხარს უჭერს ჩვენს საბრძოლო ბრიგადებს შესაბამის რაიონებში."- აცხადებს ის.