"რუსებს არ სჭირდებათ ყირიმის მოსახლეობა... ადრეც ვამბობდით, ისინი ადრე თუ გვიან ააფეთქებენ კაშხალს" - რას აცხადებს ოლექსი დანილოვი | Allnews.Ge

"რუსებს არ სჭირდებათ ყირიმის მოსახლეობა... ადრეც ვამბობდით, ისინი ადრე თუ გვიან ააფეთქებენ კაშხალს" - რას აცხადებს ოლექსი დანილოვი

"რუ­სე­თის მიერ კა­ხოვ­კის ჰე­სის აფეთ­ქე­ბა დიდი ხნით და­ტო­ვებს ყი­რიმს მტკნა­რი წყლის გა­რე­შე და შე­ა­ფერ­ხებს მის გან­ვი­თა­რე­ბას", - ამის შე­სა­ხებ მე­დი­ას უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის საბ­ჭოს მდი­ვან­მა ოლექ­სეი და­ნი­ლოვ­მა გა­ნუ­ცხა­და.

"ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის წყალ­მო­მა­რა­გე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის კონ­ტრო­ლის ქვეშ მისი დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ“, - აღ­ნიშ­ნა და­ნი­ლოვ­მა.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნა ჯერ კი­დევ გა­სულ წელს სა­უბ­რობ­და იმა­ზე, რომ რუ­სეთს არ სჭირ­დე­ბა ყი­რი­მის მო­სახ­ლე­ო­ბა.

"ჯერ გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ-ნო­ემ­ბერ­ში ვწერ­დით ამის შე­სა­ხებ, რომ რუ­სებს არ სჭირ­დე­ბათ ყი­რი­მის მო­სახ­ლე­ო­ბა, და ისი­ნი ადრე თუ გვი­ან მი­ი­ღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კაშ­ხა­ლის აფეთ­ქე­ბის შე­სა­ხებ და მა­შინ ყი­რი­მი დარ­ჩე­ბა წყლის გა­რე­შე“, - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის საბ­ჭოს მდი­ვან­მა.

მი­სი­ვე თქმით, ყი­რი­მი იქ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნუ­ლი.

"ცოტა ხან­ში ყი­რი­მის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის უდი­დე­სი პრობ­ლე­მა გახ­დე­ბა სას­მე­ლი წყლის არ­სე­ბო­ბა. ეს 3-5-7 წლით შე­ა­ფერ­ხებს ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის გან­ვი­თა­რე­ბას, სა­ნამ არ აშენ­დე­ბა ახა­ლი კაშ­ხა­ლი იმის­თვის, რომ ყვე­ლა­ფე­რი აღ­დგეს. მაგ­რამ ის უკვე ნამ­დვი­ლად იქ­ნე­ბა ჩვე­ნი მშობ­ლი­უ­რი უკ­რა­ი­ნუ­ლი ყი­რი­მი ", — გა­ნა­ცხა­და და­ნი­ლოვ­მა.

myquiz