კვამლი, დაბინძურებული ჰაერი - კანადაში ტყის ხანძრების შედეგად 3.8 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა | Allnews.Ge

კვამლი, დაბინძურებული ჰაერი - კანადაში ტყის ხანძრების შედეგად 3.8 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა

კანადაში ინტენსიური ტყის ხანძრების შედეგად დაბინძურებული ჰაერის გამო კანადასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მილიონობით ადამიანს, შენობებიდან გარეთ გასვლის დრო N95 პირბადეების გამოყენებას ურჩევენ.

კანადის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ადამიანებმა უნდა ატარონ პირბადეები, თუ მათ არ შეუძლიათ დარჩეს შენობაში. კვამლის დიდი ნაწილი კვებეკიდან მოდის, სადაც ხანძრის 150 კერაა. პროვინციაში 11 000-ზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა და კიდევ 4 000 ადამიანის ევაკუაციაა მოსალოდნელი.

2023-06-07t154102z-508374110-rc2ee1aevjsr-rtrmadp-3-canada-wildfires-usa-1686156102-1686199470.webp

ამასთან, ნიუ-იორკში დღეს უფასო პირბადეების დარიგებას დაიწყებენ. ნიუ-იორკის გუბერნატორმა, ქეითი ჰოჩულმა განაცხადა, რომ შტატის მცხოვრებლებს დღეს 1 მილიონ პირბადეს უფასოდ დაურიგებენ.

ტყის ხანძრებმა კანადაში უკვე 3.8 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია გადაწვა. თეთრი სახლის ინფორმაციით, კანადაში ადგილობრივი მეხანძრეების დასახმარებლად 600-ზე მეტი ამერიკელი მეხანძრე გაიგზავნა.

გუშინ, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და კანადის პრემიერ- მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ სატელეფონო საუბარი გამართეს და არსებული ვითარება განიხილეს.

myquiz