რატომ აწყობს რუსეთს კახოვკის კაშხლის აფეთქება და რა კატასტროფული შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას? | Allnews.Ge

რატომ აწყობს რუსეთს კახოვკის კაშხლის აფეთქება და რა კატასტროფული შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას?

მოხდა ის, რაც პროგნოზირებადი გახლდათ - უკრაინის მიერ კონტრშეტევების დაწყებისთანავე რუსმა ოკუპანტებმა მდინარე დნეპრზე მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს, რითაც დაიწყო მდინარის უფრო დაბალი, მარცხენა სანაპიროს დატბორვა, სწორედ იმ სანაპიროსი, რომელზეც ხერსონიდან დესანტირება აქვთ დაგეგმილი უკრაინის მოირიშე დანაყოფებს...

კახოვკის კაშხალი აფეთქებამდე...

კრემლი, რა თქმა უნდა, არ აღიარებს კახოვკის კაშხალის აფეთქებას და რაღაც მითიურ საჰაერო დარტყმებზე საუბრობს უკრაინელების მხრიდან, მაგრამ ეს აბსურდია:

პირველი - კაშხლის აფეთქებით დაზიანება და დატბორვა მხოლოდ თავდაცვაში მყოფ რუს ოკუპანტებს აწყობდათ;

მეორე - საავიაციო დაბომბვით კაშხლის ასე დაზიანება შეუძლებელია და კარგად ჩანს, რომ კაშხალი ნაწილობრივ დაანგრია იმ აფეთქებების სერიამ, რაც უშუალოდ კაშხლის კონსტრუქციაში წინასწარ ჩადებულმა რამდენიმე ტონა ტროტილმა გამოიწვია;

მესამე - კახოვკის კაშხალს დღემდე რუსი ოკუპანტები აკონტროლებდნენ, ასე რომ, ძნელი მისახვედრი არ არის, თუ ვინ შეიტანა ტონობით ტროტილი კაშხლის შონორებში (ჩამკეტებში).

3-kaxovka-1686033969-1686038785.png

აფეთქების შედეგად კახოვკის კაშხლის 28 სადინარიდან 11 ჩამოიშალა და დაგუბებული დნეპრის წყალი საათში 15 სმ-ით იკლებს კაშხლის წყალსაცავში, რამაც შეიძლება 80-მდე დასახლებული პუნქტი დატბოროს, მარცხენა სანაპიროზე, ასევე - დნეპრის დელტაში მდებარე კუნძულების ნაწილი.

ფაქტობრივად, პუტინმა მიბაძა კრემლის კიდევ ერთ, ისტორიულ ბინადარს - სტალინს, როდესაც, მისი ბრძანებით, 82 წლის წინ იმავე დნეპრზე უზარმაზარი „დნეპროჰესის“ კაშხალი ააფეთქეს... იხილეთ სრულად

myquiz