რუსულმა ძალებმა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს - ფოტო და ვიდეომასალა შემთხვევის ადგილიდან | Allnews.Ge

რუსულმა ძალებმა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს - ფოტო და ვიდეომასალა შემთხვევის ადგილიდან

უკრაინის შეირაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობისა და ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს.

original-photo-thumb-1920-1686027495.jpg

„ახლა ზუსტდება ნგრევის მასშტაბები, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო ადგილები“, - განაცხადა ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა.

მისი თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს და მიმდინარეობს ვითარების მონიტორინგი.

პროკუდინის ინფორმაციით, სახიფათო ტერიტორიებიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. მისი ინფორმაციით, წყალი კრიტიკულ დონეს დაახლოებით 5 საათში მიაღწევს.

myquiz